ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი ტომი ჰაასი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკულ დელრეი ბიჩში წარმატებით აიღო სტარტი მსოფლიოს 53-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

I წრეში ჩვენებური 38 წლის გერმანელ ტომი ჰაასს შეხვდა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის გამო, რეიტინგში ათასეულს მიღმაა, თუმცა აღიარებული ვარსკვლავია, ერთ დროს მსოფლიოს მეორე ჩოგანი იყო და 15 ტურნირი აქვს მოგებული ATP-ის ეგიდით. ნიკამ თითქმის ორ-საათნახევრიანი ორთაბრძოლა 6:7 (4:7), 7:6 (10:8), 6:2 მოიგო.

ახლა ჩვენებურის მეტოქე ბელგიელი სტივ დარსია (57), რომელმაც საკვალიფიკაციო ბადიდან გამოაღწია და პირველ წრეში მე-6 ნომრად განთესილ ბერნარდ ტომიჩს (ავსტრალია) აჯობა - 3:6, 6:1, 6:4.
ბასილაშვილმა მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი ტომი ჰაასი დაამარცხა [VIDEO]" />

ბასილაშვილმა ამით 20 სარეიტინგო ქულა დაიბევა, რომელსაც 45-მდე გაზრდის თუ დარსისაც აჯობებს. დელრეი ბიჩის ღია ტურნირის საპრიზო ფონდი 535 ათასი ამერიკული დოლარია.
მკითხველის კომენტარები / 9 /
იმედია კიდევ ბევრჯერ , უფრო დიდ წარმატებებს ვიხილავთ ბასილაშვილის შესრულებით!!!!!!! მეტრეველის შემდეგ ასეთი ლიდერი არ ჰყოლია ქართულ ჩოგბურთს!!!!!!!!!!!!!!!
levani
14:46 22-02-2017
0
ვულოცავ ნიკას გამარჯვებას!!! ძალიან ძნელია ჩოგბურთის ელიტაში შეღწევა, მაგრამ ნიკამ კარები უკვე შეაღო!!! მთავარია, რომ ფიზიკური და ფსიქიური მდგომარება ჰქონდეს ჰარმონიაში და ერთი შეხედვთ ეს ასეც არის!!!! წარმატებები ნიკოლოზს!!!
დათო
14:09 22-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული