ნიკოლოზ ბასილაშვილი დელრეი ბიჩის ტურნირს გამოეთიშა

AutoSharing Option
ამერიკული დელრეი ბიჩის ტურნირის II წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (53) ბელგიელ სტივ დარსის (57) შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 5:7.

ორთაბრძოლა მხოლოდ საათ-ნახევარს გაგრძელდა. ჩვენებურმა ჯამში 6-ჯერ წააგო საკუთარი მოწოდება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა I წრეში მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი ტომი ჰაასი დაამარცხა სამ სეტში.

დელრეი ბიჩის ტურნირის საპრიზო ფონდი 535 ათასი დოლარია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეგონა საკუთარ დაბადების დღეს მოგებით აღნიშნავდა. მეორე სეტში დარცისი იქ ყავდა ნიკოლოზს სადაც უნდოდა, 5-4-ს იგებდა სეტს და საკუთარი ჩამოწოდება ქონდა, მაგრამ აჩუქა სეტი და თამაში. ისევ იჩინა თავი ბადესთან თამაშის პრაქტიკის ნაკლებობამ. კონკრეტული საშინაო დავალება აქვს ნიკოლოზს და თავადაც კარგად ესმის რაზე უნდა იმუშაოს. ბადესთან ზუსტი თამაში. წარმატებები ნიკოლოზ!
ლუკა
05:06 24-02-2017
0
ეგ არაფერი, გადაიღალა. ჰაასთანაც ეტყობოდა რომ დაღლილი იყო. მემგონი პირველ 50 ში შევა ახლა. ყველაფერი წინაა. წარმატებები
იაკო
00:12 24-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული