ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (55) ინდიან უელსის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. წუხელ 25 წლის ჩვენებურმა 19 წლის ყაზახ ალექსანდრ ბუბლიკს (138) ორ სეტში მოუგო - 6:3, 7:6 (7:3). აღსანიშნავია, რომ ქართველმა თითო სეტი ზუსტად 38 წუთში მოიგო.

ინდიან უელსის საკვალიფიკაციო ბადე ორწრიანია, ნიკამ ორი ეტაპი სეტის წაუგებლად გაიარა და ძირითად ბადეში თამაშის უფლებაც მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი მასტერსის სერიისაა და მისი საპრიზო ფონდი 7,669 მილიონი დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გვჯერა შენი!!! წარმატებები!!!
დათო
09 მარტი 2017 12:33
0
მისი საპრიზო ფონდი 7,669 მილიონი დოლარია? არა მგონია 7 ტრილიონი იყოს :D
leoni
09 მარტი 2017 08:48
0
გეთანხმები ლუკა, ფეხბურთზე ვიღაცის თამაშზე შვიდ სტატიას წერთ და ეს ერთი ჩოგბურთელი გვყავს იქნებ ცოტა უფრო დეტალური ინფო დადოთ ხოლმე ლაივსკორი ხო არაა საინტერესო უნდა იყოს
ლევანი
09 მარტი 2017 08:32
0
იქნებ ცოტა მეტი დაწეროთ? არა? ან თამაში მიმოიხილეთ, ან სტატისტიკა დადეთ, ან ის დაწერეთ თუ გააუმჯობესა ნიკამ თამაშის ხარისხი. თუ თავად არ შეგიძლიათ ანალიზის გაკეთება, მაშინ ჩოგბურთის სპეციალისტს თხოვეთ კომენტარის გაკეთება. და ეს სიტყვა "ჩვენებური" რა არის? ინსტრუქცია არ მოყვა? ჩვენებურები არიან ირანში ან თურქეთში მცხოვრები ქართული წარმომავლობის ადამიანები! ისწავლეთ სპორტის ანალიზი, თორემ ანგარიშის გადმოწერას დიდი შრომა არ ჭირდება.
ლუკა
09 მარტი 2017 02:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული