მაიამის მასტერსი: არც მარეი, არც ჯოკოვიჩი

AutoSharing Option
მაიამის "მასტერსის" სატურნირო ბადე მნიშვნელოვნად დასუსტდა ორი ვარსკვლავის უარის გამო.

კერძოდ, ტრავმების მიზეზით, ფლორიდაში ვერ ვიხილავთ მსოფლიოს პირველ და მეორე ნომრებს - ბრიტანელ ენდი მარეისა და სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს. მაიამის "მასტერსი" 22 მარტს დაიწყება და 2 აპრილამდე გაგრძელდება.

ორივე ჩოგბურთელს ერთნაირი ტრავმა აქვს - მარჯვენა იდაყვის დაზიანების გამო ვერ ახერხებენ კორტზე გასვლას.

შეგახსენებთ, რომ მარეიმაც და ჯოკოვიჩმაც წარუმატებლად ითამაშეს დღეს დასრულებულ ინდიან უელსის "მასტერსზე" - ბრიტანელმა მეორე წრეშივე წააგო კანადელ ვასეკ პოსპიშილთან, ხოლო სერბი მერვედფინალში დამარცხდა ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული