კერძოდ, ტრავმების მიზეზით, ფლორიდაში ვერ ვიხილავთ მსოფლიოს პირველ და მეორე ნომრებს - ბრიტანელ ენდი მარეისა და სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს. მაიამის "მასტერსი" 22 მარტს დაიწყება და 2 აპრილამდე გაგრძელდება.
ორივე ჩოგბურთელს ერთნაირი ტრავმა აქვს - მარჯვენა იდაყვის დაზიანების გამო ვერ ახერხებენ კორტზე გასვლას.
შეგახსენებთ, რომ მარეიმაც და ჯოკოვიჩმაც წარუმატებლად ითამაშეს დღეს დასრულებულ ინდიან უელსის "მასტერსზე" - ბრიტანელმა მეორე წრეშივე წააგო კანადელ ვასეკ პოსპიშილთან, ხოლო სერბი მერვედფინალში დამარცხდა ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან.
ყოველდღიური