დევისის თასი: საქართველო-ლიტვის მატჩების კენჭისყრა ჩატარდა

AutoSharing Option
6 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჩოგბურთში დევისის თასის გათამაშების კენჭისყრა.

დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები საქართველოსა და ლიტვის ნაკრებებს შორის 7-9 აპრილს "მზიურში" მდებარე საჩოგბურთო კორტებზე ჩატარდება.

კენჭისყრის შედეგად დაპირისპირებული მეტოქეები:

7 აპრილი (ერთეულები) 12:00
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ტადას ბაბელისი
გიორგი ცივაძე - ლაურინას გრიგელისი

8 აპრილი (წყვილები) 14:00
ნიკოლოზ ბასილაშვილი /გიორგი ცივაძე - ლაურინას გრიგელისი /ლუკას მუგევიჩუსი

9აპრილი (ერთეულები) 12:00
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ლაურინას გრიგელისი
გიორგი ცივაძე - ტადას ბაბელისი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა
დევისის თასზე, ევროაფრიკული მეორე ჯგუფის პირველ წრეში ფინეთის ნაკრები 3:2 დაამარცხა და ზონაში ადგილი დაიბევა,  ლიტველებმა კი მადაგასკარს აჯობეს - 3:2. საქართველო-ლიტვის წყვილში გამარჯვებული პირველ ზონაში გადასასვლელ პლეი ოფში თურქეთ-შვედეთს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული