ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში ცონგასთან დამარცხდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (71) ლიონის ტურნირის ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილ მასპინძელ ჯო-უილფრიდ ცონგასთან (13) ითამაშა და სამ სეტში წააგო - 2:6, 6:3, 1:6.

ცონგამ პირველი სეტი 38 წუთში მოიგო - 6:2, თუმცა შემდეგ ჩვენებურის ჯერი დადგა, რომელმაც ფავორიტს 41 წუთში აჯობა - 6:3. გადამწყვეტ სეტში კი ცონგას უპირატესობა აშკარა იყო - 1:6 30 წუთში.

შეგახსენებთ, რომ ლიონის ტურნირის, რომელიც როლან გაროსის გენერალური რეპეტიციაა, საპრიზო ფონდი 482 ათასი ევროა. ამ ტურნირის ნახევარფინალისტი 90 ქულას მიიღებს რეიტინგში.

ახლა ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში
იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ცონგამ მოუგო ბერდიხს ფინალში!!!
დათო
27 მაისი 2017 18:36
0
ლიონის ნახევრფინალი: ბერდიხი, რაონიჩი, ცონგა, ბასილაშვილი!!! ამით ყველაფერი ნათქვამია!! ყოჩაღ ნიკა!! წარმატებები!!!
დათო
27 მაისი 2017 12:38
0
ჯერ ოცეულში შესვლაზე იოცნებეთ და ათეული მერე.ნიკას წარმატებები მაგრამ ათეულში ჯოკოვიჩები ფედრერები ნადალები და მაგისთანები სად მიგყავთ?!
zaza
27 მაისი 2017 12:06
0
ტოპ კლასის მწვრთნელი ჭირდება და შეიძლება ათეულშიც აღმოჩნდეს, აქვს მაგის პოტენციალი. წარმატებებს ვუსურვებ.
ppp
27 მაისი 2017 10:24
0
წარმატებები როლან გაროსზე ნიკოლოზ! არავიზე უარესი არ ხარ და შენზე უკეთესი ჩოგბურთელი არავინ არის. შენ ხარ ნომერი პირველი დამიჯერე და დაიჯერე.
ლუკა
27 მაისი 2017 02:20
0
ესეც არ არი ცუდი შედეგი მაგრამ მეც მგონია რომ მომატების პოტენციალი ნამდვილად აქვს.
პაატა
26 მაისი 2017 23:14
0
ამ ბიჭს მგონი ფსიქოლოგი სჭირდება კარგი და 10ეულში შევა. პატარა მოდუნებების გამო აგებს თამაშებს არა და ნამდვილად 10ეულის ბიჭია რო გამოასწოროს. დღესაც შეეძლო ცონგას დამარცხება ნამდვილად
gia
26 მაისი 2017 20:08
0
მგონი საკმაოდ კარგი შედეგია,მაგრამ ნიკასგაცილებით მეტი შეუძლია.
სოსო
26 მაისი 2017 20:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული