როლან გაროსი: განახლებული ნოვაკი

AutoSharing Option
გუშინ, როლან გაროსზე მთავარი ფავორიტები ვნახეთ ბრძოლაში და ორივემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

რაფაელ ნადალმა როლან გაროსის მეათედ მოგებისკენ პირველი ნაბიჯი ფრანგი ბენუა პერის დამარცხებით გადადგა - 6:1, 6:4, 6:1. ესპანელმა ამ მატჩში რვა ბრეიკი შეასრულა, მეორე სეტის წაგების რეალური საფრთხის წინაშე იყო, როცა ორი ბრეიკით ჩამორჩა - 1:3, მაგრამ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ბოლო კი ზედიზედ ორი გეიმი აიღო.

ნადალმა წელს მე-19 მატჩი ჩაატარა გრუნტზე და მე-18 მოიგო. როლან გაროსზე მისი გამოსვლის სტატისტიკაა - 73 მოგება და 2 წაგება.

ესპანელის
შემდეგი მეტოქე ჰოლანდიელი რობინ ჰაასე იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 2:0-ს უგებს.

* * *
გუშინ, როლან გაროსის პუბლიკამ განახლებული ნოვაკ ჯოკოვიჩი იხილა - ახალი მწვრთნელით (ანდრე აგასი) და ახალი სათამაშო ფორმით (ამიერიდან, სერბს კომპანია "ლაკოსტი" აცმევს). როგორც ჩანს, ამ "აპდეითმა" დადებითად იმოქმედა მსოფლიოს მეორე ნომერზე. ესპანელი მარსელ გრანოლერსის სახით მას ხელწამოსაკრავი მეტოქე არ ჰყოლია, მაგრამ ამის მიუხედავად, 6:3, 6:4, 6:2 მოუგო.

ჯოკოვიჩმა პირველი ხუთი გეიმიდან ოთხის მოგებით დაიწყო თამაში. ნადალის მსგავსად, ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მეორე სეტში შეხვდა, როცა 3:5-ზე გრანოლერსმა 8 (!) სეტბოლი გადაარჩინა, მაგრამ მომდევნო გეიმში სერბმა მაინც მიაღწია საწადელს. რაც შეეხება მესამე პარტიას, აქ პირველ შვიდ გეიმში ექვსი ბრეიკი იყო, ჯოკოვიჩმა 5:2 წაიყვანა ანგარიში და მერვე გეიმში მატჩზე აწვდიდა. გრანოლერსმა აქაც ბოლომდე იბრძოლა, სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ჯოკოვიჩმა თამაშის გართულება აღარ დაუშვა - 6:2.

ანგარიშის მიხედვით, ნოვაკს თითქოს არ გასჭირვებია, მაგრამ არ უნდა დაივიწყოს ესპანელის ოთხი ბრეიკი. სერბის შემდეგი მეტოქე პორტუგალიელი ჟოაო სოუზა იქნება.

* * *
ბუკმეიკერთა აზრით, კრისტინა მლადენოვიჩი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა. ფრანგი შესანიშნავ სეზონს ატარებს, თან საკუთარი პუბლიკის მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, პირველმა მატჩმა მას უდიდესი პრობლემები მოუტანა.

ამერიკელ ნაომი ბროუდისთან პირველ სეტში 0:3 ჩამორჩენის შემდეგ, მლადენოვიჩს ზურგი ატკივდა. ეს მისი ძველი და ქრონიკული ტრავმაა. ფრანგმა წააგო პირველი სეტი, მაგრამ ფაქტობივად მტირალმა მოიგო მეორე პარტია. გადამწყვეტი სეტის სტარტზე, მასპინძელი ისევ ჩამორჩა 0:3, მაგრამ არ დანებდა. კრისტინას შეეძლო მალე დაესრულებინა შეხვედრა - 5:4-დან მოყოლებული, ის სამჯერ აწვდიდა მატჩზე და სამივეჯერ უშედეგოდ. მხოლოდ მეოთხე ცდიდან გამოუვიდა მოგება და მეორე წრეში გასვლა, სადაც იტალიელ სარა ერანის შეხვდება.

ტიტულის დაცვა დაიწყო მოქმედმა ჩემპიონმა გარბინ მუგურუსამ, რომელიც ყოფილ ჩემპიონს ფრანჩესკა სკიავონეს ხვდებოდა. პირველ სეტში თამაში შეწყდა იმის გამო, რომ ერთ-ერთ მაყურებელს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. პაუზის შემდეგ, ესპანელმა ზედიზედ 15 ქულა მოიგო. მეორე სეტში სკიავონემ იბრძოლა, მაგრამ მაინც წააგო მისთვის სავარაუდოდ ბოლო როლან გაროსზე.

კაცები
I წრე

ჯოკოვიჩი (სერ, 2)-გრანოლერსი (ესპ) 6:3, 6:4, 6:2
ნადალი (ესპ, 4)-პერი (საფ) 6:1, 6:4, 6:1
რაონიჩი (კან, 5)-დარცისი (ბელ) 6:3, 6:4, 6:2
ჩილიჩი (ხორ, 7)-გულბისი (ლატ) 6:3, 6:3, 6:3
ა. ზვერევი (გერ, 9)-ვერდასკო (ესპ) 4:6, 6:3 გადაიდო
გოფენი (ბელ, 10)-მატიო (საფ) 6:2, 6:2, 6:2
ვესელი (ჩეხ)-სოკი (აშშ, 14) 7:5, 7:5, 6:3
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 17)-მილმანი (ავსტრა) 6:2, 6:2, 0:6, 6:1
გასკე (საფ, 24)-დე გრეეფი (ბელ) 6:2, 3:6, 6:1, 6:3
ფონინი (იტა, 28)-ტიაფო (აშშ) 6:4, 6:3, 3:6, 1:6, 6:0
კუევასი (ურუ, 22)-ჰამუ (საფ) 6:3, 6:2, 6:4
ფერერი (ესპ, 30)-იანგი (აშშ) 5:7, 6:3, 4:6, 6:3, 13:11
ბასილაშვილი (საქ)-სიმონი (საფ, 31) 1:6, 6:2, 6:4, 6:1
ნაპოლიტანო (იტა)-მ. ზვერევი (გერ, 32) 4:6, 7:5, 6:2, 6:2
ერბერი (საფ)-დონალდსონი (აშშ) 6:4, 7:6(5), 6:4
კიკერი (არგ)-ძუმჰური (ბოს) 6:3, 2:6, 6:3, 6:4
სეპი (იტა)-ხირალდო (კოლ) 4:6, 6:1, 6:2, 6:2
ესტრელია (დომ)-გაბაშვილი (რუს) 6:7(9), 2:6, 7:6(3), 6:3, 6:2
ფ. ლოპესი (ესპ)-ფრატანჯელო (აშშ) 6:4, 7:6(4), 6:3
კრავჩუკი (რუს)-დელბონისი (არგ) 6:3, 6:4, 7:6(6)
დუტრა სილვა (ბრა)-იუჟნი (რუს) 4:6, 7:6(5), 2:6, 7:6(4), 6:2
ბედენე (ბრიტ)-ჰარისონი (აშშ) 6:4, 6:0, 3:6, 6:1
ტროიცკი (სერ)-დონსკოი (რუს) 7:6(4), 6:4, 6:0
ბოლელი (იტა)-მაუ (საფ) 6:4, 6:2, 6:2
ჩორიჩი (ხორ)-ბურგი (საფ) 7:6(5), 6:3, 6:2
სტახოვსკი (უკრ)-ლუ (ტაივ) 6:3, 6:4, 7:6(4)
შვარცმანი (არგ)-რუბლიოვი (რუს) 0:6, 6:4, 6:2, 6:7(3), 9:7
სოუზა (პორ)-ტიპსარევიჩი (სერ) 4:6, 7:6(3), 6:2, 6:2

ქალები
I წრე

სტოსური (ავსტრა, 23)-კუკოვა (ჩეხ) 7:5, 6:1
ფლიპკენსი (ბელ)-მინელა (ლუქ) 6:3, 6:3
ვოზნიაცკი (დან, 11)-ფურლისი (ავსტრა) 6:4, 3:6, 6:2
აბანდა (კან)-ანდრიანჟაფიტრიმო (საფ) 6:3, 6:4
ბელისი (აშშ)-ლემუანი (ჰოლ) 6:3, 3:6, 6:1
ბერტენსი (ჰოლ, 18)-ტომლიანოვიჩი (ავსტრა) 4:6, 6:1, 6:1
ჟანგი (ჩინ, 32)-ვეკიჩი (ხორ) 7:5, 6:4
მუგურუსა (ესპ, 40-სკიავონე (იტა) 6:2, 6:4
კონტავეიტი (ესტ)-ნიკულესკუ (რუმ) 7:5, 6:1
ლარსონი (შვედ)-ვიხლიანცევა (რუს) 6:4, 6:4
პუტინცევა (ყაზ, 27)-ჟორჟი (საფ) 6:3, 6:0
ერანი (იტა)-დოი (იაპ) 7:6(7), 6:1
მლადენოვიჩი (საფ, 13)-ბრეიდი (აშშ) 3:6, 6:3, 9:7
ჰოგენკამპი (ჰოლ)-იანკოვიჩი (სერ) 6:2, 7:5
მერტენსი (ბელ)-გავრილოვა (ავსტრა, 24) 7:6(4), 1:6, 6:4
ჟაბორი (ტუნ)-ბოგდანი (რუმ) 6:3, 6:4
ლინეტი (პოლ)-ლიმი (საფ) 6:0, 7:5
კონიუჰი (ხორ, 29)-კოვინიჩი (მონ) 7:5, 7:6(4)
ვესნინა (რუს, 14)-ჰადად მაია (ბრა) 6:2, 3:6, 6:4
ლეპჩენკო (აშშ)-პეტკოვიჩი (გერ) 6:4, 3:6, 6:3
პავლიუჩენკოვა (რუს, 16)-ტიგი (რუმ) 6:1, 1:0 უარი
სეპედე როიგი (პარ)-საფაროვა (ჩეხ) 6:1, 6:4
დუკე მარინო (კოლ)-ბეგუ (რუმ) 7:6(2), 6:4
რიბარიკოვა (სლოვაკ)-ვანდევეგე (აშშ, 19) 6:1, 6:4
ვიტჰოფტი (გერ)-დევისი (აშშ, 25) 2:6, 6:3, 6:3
პარმენტიე (საფ)-ხრომაჩევა (რუს) 6:3, 6:0
ალექსანდროვა (რუს)-სინიაკოვა (ჩეხ) 6:4, 2:6, 6:2
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 2)-ჟენგი (ჩინ) 7:5, 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული