ნიკოლოზ ბასილაშვილმა "როლან გაროსის" მესამე წრეში გააღწია

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით აგრძელებს გამოსვლას "როლან გაროსზე", რომლის საპრიზო ფონდი 28 541 175 აშშ დოლარია.

31 მაისს, ტურნირის მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 63-ეა, რეიტინგის 35-ე საფეხურზე მყოფ სერბ ვიქტორ ტროიცკის სძლია - 7:6 (7:3), 7:6 (7:2), 7:6 (8:6)

ბასილაშვილს "როლან გაროსის" 1/16 ფინალში მეტოქედ ესპანელი რაფაელ ნადალი(4) ეყოლება, რომელმაც რობინ ჰასეს(46) იოლად სძლია - 6:1, 6:4, 6:3. ბასილაშვილი-ნადალის შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბასილაშვილმა პირველ წრეში ფრანგი ჟილ სიმონი (32) ოთხ
სეტში დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ვფიქრობ ნადალსაც გაივლის ნიკოლოზი და განმეორდება ის ისტორია, როც ზენიტში მყოფი აგასი, თავის დროზე დაამარცხა ლაბაძემ. მაშინაც ვერავინ წარმოიდგენდა ამას, მაგრამ მოხდა. ახლა ნიკოლოზის ჯერია. წარმატებები შენ.
goginika
09:44 01-06-2017
0
თუ მოიგო ნიკამ, რათქმაუნდა სენსაცია იქნება, მაგრამ თუ წააგო დარწმუნებული ვარ ურთულესი ბრძოლაში წააგებს. რაფას არ ელის იოლი გასეირნება
0

სიახლეები პოპულარული