ნიკოლოზ ბასილაშვილი "როლან გაროსზე" რაფაელ ნადალთან დამარცხდა

AutoSharing Option
2 ივნისს ნიკოლოზ ბასილაშვილსა (63) და რაფაელ ნადალს შორის "როლან გაროსის" 1/16-ფინალური შეხვედრა გაიმართა.

სამწუხაროდ, მსოფლიოს მე-4 ჩოგანს ქართველმა სპორტსმენმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და სამ სეტში ანგარიშით 0:6, 1:6, 0:6 დამარცხდა.

30 წლის ესპანელმა, რომელსაც "როლან გაროსზე" სარეკორდო - ცხრა გამარჯვება აქვს მოპოვებული (2005-08, 2010-14 წლები), მიმდინარე ტურნირზე პირველი ორი შეხვედრა, ბენუა პერსა და რობინ ჰაასესთან, იოლად მოიგო.

რაც შეეხება 25 წლის ქართველ ჩოგბურთელს, ბასილაშვილმა, რომელიც კარიერაში მესამედ გამოდის "როლან გაროსზე", წელს პირველ წრეში ფრანგი ჟილ სიმონი (32) დაამარცხა,
მეორეში კი სერბ ვიქტორ ტროიცკის (38) სძლია.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ასეთი ანგარიშით წაგება როლან-გაროსზე არავის ახსოვს! ნიკას დიდ პატივს ვცემ მაგრამ ნადალი კი არა ვინც არ უნდა იყოს პროფესიონალი ჩოგბურთელი რომ ხარ ერთ გეიმზე მეტი როგორ ვერ უნდა მოიგო ?!ჟილ სიმონს რომ მოუგო აქ ზოგიერთები წერდნენ მალე ათეულში ვიხილავთ ბასილაშვილსო... )
zaza
16:30 03-06-2017
0
ლუკა, როგორც ბევრ ქართველს მეც მეწყინა ბასილაშვილის დამარცხება ნადალთან, მაგრამ თქვენი ფიქრების ნამდვილად არ მჯერავს, რომ მომავალში ხურდას დაუბრუნებს ნადალს, ისინი ხომ თითქმის თანატოლები არიან? ვაგიაროთ რომ ბასილაშვილი ღირსეულ მეტოქესთან დამარცხდა და სასირცხვილო არაფერია.
laga
11:03 03-06-2017
0

სიახლეები პოპულარული