ნიკოლოზ ბასილაშვილი "როლან გაროსზე" რაფაელ ნადალთან დამარცხდა

AutoSharing Option
2 ივნისს ნიკოლოზ ბასილაშვილსა (63) და რაფაელ ნადალს შორის "როლან გაროსის" 1/16-ფინალური შეხვედრა გაიმართა.

სამწუხაროდ, მსოფლიოს მე-4 ჩოგანს ქართველმა სპორტსმენმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და სამ სეტში ანგარიშით 0:6, 1:6, 0:6 დამარცხდა.

30 წლის ესპანელმა, რომელსაც "როლან გაროსზე" სარეკორდო - ცხრა გამარჯვება აქვს მოპოვებული (2005-08, 2010-14 წლები), მიმდინარე ტურნირზე პირველი ორი შეხვედრა, ბენუა პერსა და რობინ ჰაასესთან, იოლად მოიგო.

რაც შეეხება 25 წლის ქართველ ჩოგბურთელს, ბასილაშვილმა, რომელიც კარიერაში მესამედ გამოდის "როლან გაროსზე", წელს პირველ წრეში ფრანგი ჟილ სიმონი (32) დაამარცხა,
მეორეში კი სერბ ვიქტორ ტროიცკის (38) სძლია.
მკითხველის კომენტარები / 15 /
არა, არა. ტროიცკისთან გადაიღალა, ნერვიულად გამოიფიტა. იცოდა ნადალთან განწირული იყო და თავი აღარ შაეაკლა!
aburjga
02 ივნისი 2017 17:54
0
ამას უბრალოდ დამარცხება კი არა განადგურება ქვია
...
02 ივნისი 2017 17:50
0
ფსიქოლოგიურად ძალიან სუსტია ბევრი გეიმი აქ 5-4ზე წაგებული როცა აწვდიდა ნადალი რო იყო ყველაფერი გასაგებია მარა 18-1? ალბათ ნადალის ფორა 1 ედო ასეთი წაგებისთვუს ტროიცკისთან ბრძოლაში წაგება ჯობდა:)
ნოდო
02 ივნისი 2017 17:27
0
გეთანხმები, უშანსოდ დატოვა. არაუშავს წარმატებას ვუსურვებ ნიკას
levo
02 ივნისი 2017 17:23
0
წარმატებებს ვუსურვებ ნიკას მომავალში, ნადალი კი უბადლო ოსტატია, წარმოიდგინეთ მის დონეზე ასვლას რა მომზადება სჭირდება, იმედგაცრუებული ვარ, მოგებას არავინ ითხოვდა, მაგრამ ესე წაგება?!
aaa
02 ივნისი 2017 16:59
0

სიახლეები პოპულარული