ნოვაკ ჯოკოვიჩი: პაუზა? ჩემს მდგომარეობას უნდა დავაკვირდე

AutoSharing Option
მსოფლიოს მეორე ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის პრობლემები მიმდინარე როლან გაროსზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გუშინ, დომინიკ ტიმთან მეოთხედფინალის მესამე სეტი, ნოვაკმა 17 წუთში 0:6 წააგო.

"ყველა ტოპ-მოთამაშეს აქვს ასეთი ჩავარდნა და მეც მომიწევს ამ პერიოდის გავლა. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანო და უფრო ძლიერი დავბრუნდე. ეს სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ მე მზად ვარ.

ვაპირებ თუ არა პაუზის აღებას გამოსვლებში? დამიჯერეთ, ბევრ რამეზე ვფიქრობ, განსაკუთრებით, ბოლო ორი თვე. ამავდროულად, პასუხისმგებელი ვარ ჩოგბურთისა და სხვა ადამიანების წინაშე. ვნახოთ. ცხადია, რომ
რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შევხედავ ჩემს მდგომარეობას როლან გაროსის შემდეგ და გადავწყვეტ, რა გავაკეთო უახლოეს მომავალში", - განაცხადა ტიმთან წაგების შემდეგ ჯოკოვიჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული