ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავასა და ბოლქვაძეს ხელი ტრავმებმა შეუშალა

AutoSharing Option
სამი ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობდა ქალთა საერთაშორისო ტურნირებში, რომლებსაც საფრანგეთი, იტალია და უზბეკეთი მასპინძლობს.

მარსელში (საპრიზო ფონდი 100.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ ეკატერინე გორგოძე 7 ივნისს ძირითადი ბადის სტარტზე მე-5 ნომრად განთესილ დალილა იაკუპოვიჩთან (სლოვენია) არკვევდა ურთიერთობას. პირველი სეტი ქართველმა მოიგო - 6:4, მომდევნო ორი ხელი კი დათმო - 4:6, 3:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

წყვილებში გორგოძე ალონა ფომინასთან (უკრაინა) ერთად მეოთხედფინალში იყო, მაგრამ ქართულ-უკრაინულმა დუეტმა მეორე ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო - მესამე ნომრად განთესილ ნათელა ძალამიძისა და ვერონიკა კუდერმეტოვას
(ორივე - რუსეთი) ტანდემთან ორ სეტში დამარცხდა - 4:6, 4:6.

ბრეშას 60.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს სოფიო შაფათავა. არგენტინელ კატალინა პელასთან პირველი წრის პირველი ხელი შაფათავამ მოიგო 6:2, მომდევნოში ოკენისგაღმელმა იმარჯვა - 6:4, მესამეში, როცა პელა 3:1 დაწინაურდა, შაფათავამ ტრავმის გამო პაექრობის გაგრძელება ვერ შეძლო.

ნამანგანში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) რევანში ვერ აიღო მარიამ ბოლქვაძემ, რომელმაც ასპარეზობის პირველ დღეს წყვილებში ქსენია პალკინასთან (ყირგიზეთი) ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - ნიგინა აბდურაიმოვასა და ქსენია ლიკინასთან (რუსეთი) წააგო.

ერთეულთა თანრიგის მერვედფინალში ბოლქვაძე გუშინ მასპინძელ ნიგინა აბდურაიმოვასთან არკვევდა ურთიერთობას: პირველ სეტში წარმატებას მიაღწია - 6:4, მეორე დაძაბულ პაექრობაში წააგო - 6:7, მესამე ხელის დასრულება კი ვერ შეძლო - მეტოქე წინ იყო 3:2, ჩვენებურმა ტრავმა რომ მიიღო და ტურნირს დაემშვიდობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული