მარია შარაპოვა უიმბლდონს გამოტოვებს

AutoSharing Option
რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ვერ ითამაშებს "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირზე - უიმბლდონზე. როგორც მარიამ საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა, უთამაშებლობის მიზეზი კუნთის ტრავმაა, რომელიც მან მაისში, რომის ტურნირის დროს მიიღო. მაშინ, ამ დაზიანების გამო, შარაპოვამ ვერ დაასრულა შეხვედრა ხორვატ მირიანა ლუჩიჩთან.

"დამატებითი გამოკვლევის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ბარძაყის კუნთის დაზიანება არ მომცემს საშუალებას - მონაწილეობა მივიღო ბალახის ტურნირებში და ვითამაშო უიმბლდონზე. გავაგრძელებ აღდგენას და ჩემი მომდევნო ტურნირი იქნება სტენფორდი", - დაწერა შარაპოვამ.

უიმბლდონის ტურნირი 3 ივლისს დაიწყება.

სხვათა შორის, გუშინ ასევე
გაირკვა, რომ შარაპოვა ამერიკის ღია პირველობამდე ვერ მოასწრებს ქულების იმ რაოდენობის დაგროვებას, რომელიც ძირითად ბადეში გამოსვლის საშუალებას მისცემს. ასე რომ, რუსი ორგანიზატორებისგან უაილდ-ქარდს უნდა დაელოდოს, ან კვალიფიკაცია გაიაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული