ფორმულა 1: ბაქოს გრან პრის საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვე ეტაპის - აზერბაიჯანის გრანპრის შემდეგ, ფორმულა 1-ის ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოქვეყნდა...

კვალიფიკაცია
- ბაქოში კვალიფიკაციის მოგებით, ლუის ჰემილტონმა გაუსწრო აირტონ სენას კარიერაში პოულების რაოდენობით. აბსოლუტური რეკორდის (68 პოული) გამეორებამდე, რომელიც მიხაელ შუმახერს ეკუთვნის, ლუისს კიდევ ორი კვალიფიკაციის მოგება სჭირდება.

- ვალტერი ბოტასმა მეორე ადგილი დაიკავა. მეორედ ამ სეზონში, "მერსედესის" პილოტებმა სასტარტო ბილიკის პირველი რიგი დაიპყრეს.

- მეშვიდე და მერვე ადგილებზე გასვლით, ესტებან ოკონმა და ლენს სტროლმა კარიერაში საუკეთესო შედეგს მიაღწიეს.

რბოლა
- დანიელ რიკარდომ
კარიერაში მეხუთე გამარჯვებას მიაღწია. რიკარდოს ხუთ სხვადასხვა ტრასაზე გაუმარჯვია და ხუთივე შემთხვევაში სტარტზე პირველ სამეულში არ იმყოფებოდა.

- რიკარდომ 140-ე პოდიუმი მოუტანა "რედ ბულს".

- ვალტერი ბოტასმა ზედიზედ მეორე რბოლაში დაიკავა მეორე ადგილი. ეს მე-14 პოდიუმია ფინელის კარიერაში.

- მესამე ადგილზე გასვლით, ლენს სტროლი გახდა 208-ე პილოტი ფორმულა 1-ის ისტორიაში, ვინც ერთხელ მაინც ასულა პოდიუმზე. ლენსი მესამე კანადელია ამ სიაში ჟილ და ჟაკ ვილნევების შემდეგ. ბოლოს კანადელი პილოტი პოდიუმზე 2001 წელს ვიხილეთ - გერმანიის გრანპრიზე ჟაკ ვილნევი მესამე ადგილზე გავიდა BAR-ის ბოლიდით.

- 18 წლის, 7 თვისა და 27 დღის ლენს სტროლი მეორე ყველაზე ახალგაზრდა პილოტია პოდიუმზე ასულ მრბოლელებს შორის. რეკორდსმენია მაქს ფერსტაპენი, რომელმაც შარშან, 18 წლის, 7 თვისა და 15 დღის ასაკში მოიგო ესპანეთის გრანპრი.

- სტროლის პოდიუმი პირველია "უილიამსისთვის" კანადის შარშანდელი გრანპრის შემდეგ, სადაც ბოტასი მესამეზე გავიდა.

- ზედიზედ მეორე რბოლაში სებასტიან ფეტელმა ვერ შეძლო პოდიუმზე ასვლა - ისევ მეოთხე ადგილი დაიკავა. სეზონში მესამე რბოლაში ვერ ავიდა პოდიუმზე ლუის ჰემილტონი. ამასთან, მხოლოდ ფეტელსა და ჰემილტონს აქვთ დაგროვებული სეზონის ყველა რბოლაში ქულა.

- სებასტიან ოკონი აგრძელებს სტაბილურ გამოსვლას - მან ზედიზედ მეორე რბოლაში დაიკავა მეექვსე ადგილი და წელს, ერთის გარდა, ყველაზე ეტაპზე მოიპოვა ქულა.

- ფერნანდო ალონსო მეცხრე ადგილზე გავიდა და სეზონში პირველი ქულები მოუტანა "მაკლარენს".
- ბოლო ექვსი გრანპრიდან ოთხში მაქს ფერსტაპენმა ფინიშამდე ვერ მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული