პროგრამაში, დებულებით, სხვადასხვა დისტანციაზე რბენა შედიოდა, მაგრამ მწვრთნელთა თხოვნით ორგანიზატორებმა (მთავარი მსაჯი ედუარდ ლომთაძე) ხტომები და ტყორცნებიც დაამატეს.
ეს იმით იყო განპირობებული, რომ მომავალ შაბათ-კვირას ახალგაზრდა მძლეოსანთა საქართველოს პირველობა გაიმართება, მაისის მიწურულს კი - ეროვნული ჩემპიონატი. ზოგიერთმა სპორტსმენმა ტურნირი სასინჯ სტარტად გამოიყენა. მაგალითად, სამხტომში ნესტან დათუაშვილი (თბილისი, 9,76) და გიორგი რურუა (მარტვილი, 12,14) ასპარეზობდნენ, უროს ტყორცნაში -
საგულისხმოა, რომ შეჯიბრების პარალელურად ეროვნულ სტადიონზე მძლეოსნობის ფანკლუბი დაარსდა, რომლის შემადგენლობაშიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გაერთიანდნენ. ისინი სპორტის ამ სახეობის მხარდასაჭერ აქციებს გამართავენ...
ახლა კი სხვადასხვა დისტანციაზე რბენაში გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობას გაგაცნობთ.
1994-1995 წლებში დაბადებულნი. გოგონები. 100 მ. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 12,6), 2. სოფი ჩალაშვილი (თბილისი, 12,8), 3. სალომე ჩაბაკაური (თბილისი, 14,5). 200 მ. 1. სოფი ჩალაშვილი (თბილისი, 26,5), 2. ანა ვახტანგაძე (თბილისი, 29,2), 3. სალომე ჩაბაკაური (თბილისი, 29,9). 400 მ. 1. სოფიკო ჩილინგარაშვილი (ახალციხე, 1.01,7), 2. ანა ვახტანგაძე (თბილისი, 1.04,6), 3. თამრიკო შამოევა (თბილისი, 1.06,2). 800 მ. 1. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 2..23,3), 2. სოფიო ჩილინგარაშვილი (ახალციხე, 2.31,7). 1500 მ. 1. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 5.05,9), 2. ანიჩკა მურადიანი (ახალციხე, 5.33,3). 3000 მ. 1. ანიჩკა მურადიანი (ახალციხე, 11.54,9), 2. თამრიკო შამოევა (თბილისი, 13.09,0). სიგრძეზე ხტომა. 1. ნესტან დათუნაშვილი (თბილისი, 4,72), 2. მირანდა გოგოჭური (თბილისი, 4.51), 3. ელიზა გაჯიევა (თბილისი, 3.73). ვაჟები. 100 მ. 1. გიგა ჭიქაძე (თბილისი, 11,4), 2. გიორგი აზარაშვილი (თბილისი, 11,6), 3. ბესო სამხარაძე (გარდაბანი, 13,3). 200 მ. 1. გიგა ჭიკაძე (თბილისი, 23,3), 2. თემო აზრუმელაშვილი (თბილისი, 24,6), 3. ვაჟა ძაგანია (ფოთი, 25,3). 400 მ. 1. დათო ძიმისტარაშვილი (ქუთაისი, 53,7), 2. ნიკა დაგარგულია (ზუგდიდი, 56,3), 3. ვაჟა ძაგანია (ფოთი, 56,8). 800 მ. 1. არმენ სტეფანიანი (ბორჯომი, 2.07,1), 2. ნიკა დაგარგულია (ზუგდიდი, 2.11,9), 3. დავით ძიმისტარაშვილი (ქუთაისი, 2.12,2). 1500 მ. 1. არმენ სტეფანიანი (ბორჯომი, 4.35,2), 2. რევაზ დაგარგულია (ზუგდიდი, 4.54,6).
სიგრძეზე ხტომა. 1. ლაშა ღულელაური (ახმეტა, 7,19), 2. ლაშა ნუცუბიძე (ქუთაისი, 5,96), 3. გიორგი რურუა (მარტვილი, 5,48). სიმაღლეზე ხტომა. 1. ავთო ღონღაძე (ქუთაისი, 165), 2. დათო ალხანიშვილი (მარტვილი, 160), 3. ლაშა ნუცუბიძე (ქუთაისი, 160).
1996-1999 წლებში დაბადებულნი. გოგონები. 80 მ. 1. მარიამ ბედუკაძე (თბილისი, 10,6), 2. ალექსანდრა მშვიდობაძე (თბილისი, 10,7), 3. ანი სირაძე (ქუთაისი, 10,8). 150 მ. 1. მარიამ ბედუკაძე (თბილისი, 20,3), 2. ალექსანდრა მშვიდობაძე (თბილისი, 20,6), 3. ნინო ზიბზიბაძე (თბილისი, 21,5). 1000 მ. 1. დიანა ჯინისიანი (ახალციხე, 3.24,8), 2. მარი მიროტაძე (ჭიათურა, 3.25,8), 3. სალომე ფოცხვერაშვილი (ბორჯომი, 3.29,3). ვაჟები. 80 მ. 1. გიგა ბერძენიშვილი (თბილისი, 9,6), 2. ვაჟა უტურაშვილი (თბილისი, 9,7), 3. ნოდარ ტატალაშვილი (ახალციხე, 10,3). 150 მ. 1. გიგა ბერძენიშვილი (თბილისი, 17,8), 2. ვაჟა უტურაშვილი (თბილისი, 18,6), 3. თორნიკე კვანტალიანი (ქუთაისი, 18,9). 1000 მ. 1. რუდიკ მინასიანი (ახალციხე, 2.59,3), 2. გელა ტაბატაძე (ახალციხე, 3.02,0), 3. თორნიკე კვანტალიანი (ქუთაისი, 3.03,8).
შეჯიბრების დამთავრების შემდეგ საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსი ახვლედიანს და ფანკლუბის დაფუძნების ერთ-ერთ ორგანიზატორს მათე ტაკიძეს, ვესაუბრე, რომელსაც "ლელოს" ხვალინდელ ნომერში შემოგთავაძებთ.