12+14+16=84

AutoSharing Option
ლელა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კლუბ "სითი სპორტის" კორტებზე დამთავრდა 12, 14 და 16 წლის ჩოგბურთელთა საქართველოს პირველობა, რომელშიც 84 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ყველაზე მეტი მონაწილე 12-წლიან გოგონებში იყო. აქ მედლებისთვის 21 სპორტსმენი იბრძოდა. ფინალში ნინო მემიშიში და ანა მუჯირი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი სეტი ანამ მოიგო (6:4), მაგრამ მომდევნო ორში ნინომ იმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე ანა შანიძე გავიდა. ბიჭებში გადამწყვეტ პაექრობამდე გიორგი ფშავლიშვილი და ნიკოლოზ დავლიანიძე მივიდნენ შეუფერხებლად. ფინალში კი დავლიანიძემ იმარჯვა დამაჯერებლად - 6:3, 6:1. მესამე იყო
ბასილი იაკობაშვილი.

შეჯიბრების ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ნახევარფინალში გასულმა გოგონათა კვარტეტმა მედლების მფლობელები წრიული სისტემით გამოავლინა. 14-წლიანებში მარიამ ბოლქვაძემ, ანა ახალკაცმა და თამარ კუტუბიძემ ორ-ორი შეხვედრა მოიგეს და ერთნაირი ქულები მოაგროვეს. დამატებითი მაჩვენებლებით, საპრიზო ადგილები ზემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით განაწილდა. აი, 16-წლიანებში კი ბარბარე ერისთავმა სამივე შეხვედრა მოიგო: ჯერ ესთერ სარქისიანს სძლია - 6:1, 6:0, შემდეგ - ანი გოგვაძესა (7:6, 3:6, 7:5) და მარიამ გოგელაშვილს (6:3, 6:4), სარქისიანმა ყველა პაექრობა დათმო, გოგვაძემ გოგელაშვილს აჯობა (3:6, 6:3, 6:3) და მეორე ადგილი დაიკავა, ბრინჯაო გოგელაშვილს ერგო.

14-წლიან ვაჟებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა გიორგი დათაშვილი, რომელმაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სეხნია - გიორგი ბუზალაძე ფინალისთვის შეუფერებელი მშრალი ანგარიშით (6:0, 6:0) დაამარცხა. მესამე ადგილზე ირაკლი მეტრეველი გავიდა. 16-წლიან ვაჟებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. გიორგი ჯავახიშვილი, 2. ალექსანდრე დავლიანიძე, 3. ლევან ფაშიაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული