ტატიშვილი რეიტინგში სამი საფეხურით დაქვეითდა

AutoSharing Option
ქართველ ჩოგბურთელებს მთელი კვირის განმავლობაში არსად უასპარეზიათ. რამაც მათს სარეიტინგო მაჩვენებლებზე უარყოფითად იმოქმედა. 21 წლის ანა ტატიშვილი, რომელმაც წინა თვეში საუკეთესო ასეულში შეაღწია და 25 ივლისისთვის 785 ქულით 82-ე ადგილი ეკავა, დღეისთვის სამი საფეხურით ჩამოქვეითდა და ახლა 85-ეა.

ეკატერინე გორგოძის გარდა, სხვა ჩოგბურთელებმაც რეიტინგში რეგრესი განიცადეს: ოქსანა კალაშნიკოვა 292 ქულით მსოფლიოში 201-ე ადგილზეა (უწინ 199-ე იყო), მარგალიტა ჩახნაშვილი-273 ქულით 211-ე (-4), სოფიო შაფათავა-227 ქულით 248-ე (-5), თათია მიქაძე-99 ქულით 415-ე (კვირისწინანდელ რეიტინგში 149
ქულით 334-ე იყო, ანუ -81), ეკატერინე გორგოძე-87 ქულით 447-ე (+1), სოფიო ქვაცაბაია-80 ქულით 466-ე (-15).

ქალთა საუკეთესო ასეულის პირველი ათეული კი უცვლელი დარჩა: 1 (1). კაროლინ ვოზნიაცკი-დანია (9915 ქულა), 2 (2). კიმ კლაისტერსი-ბელგია (7652), 3 (3). ვერა ზვონარევა-რუსეთი (6850), 4 (4). ვიქტორია აზარენკა-ბელარუსი (6115), 5 (5). მარია შარაპოვა-რუსეთი (5941), 6 (6). ნა ლი-ჩინეთი (5855), 7 (7). პეტრა კვიტოვა-ჩეხეთი (5437), 8 (8). ფრანჩესკა სკიავონე-იტალია (4831), 9 (9). მარიონ ბარტოლი-საფრანგეთი (4425), 10 (10). სამანტა სტოსური-ავსტრალია (3275).

ვაჟთა რეიტინგლისტში სამი წარმომადგენელი გვყავს: 842. ლადო ჩიხლაძე, 1212. გიორგი ცივაძე, 1490. ალექსანდრე მეტრეველი-უმცროსი, დიდი ალექსანდრე მეტრეველის სეხნია და შვილიშვილი. საუკეთესო ათეულს კი კვლავაც სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (13155 ქულა) მეწინავეობს. მომდევნო ადგილებზე მოდიან: 2 (2). რაფაელ ნადალი-ესპანეთი (11270), 3 (3). როჯერ ფედერერი-შვეიცარია (9530), 4 (4). ენდი მარეი-დიდი ბრიტანეთი (6705), 5 (5). რობინ სოდერლინგი-შვედეთი (4325), 6 (6). დავიდ ფერერი-ესპანეთი (4210), 7 (7). გაელ მონფისი-საფრანგეთი (2695), 8 (9). მარდი ფიში-აშშ (2550), 9 (8). ტომას ბერდიხი-ჩეხეთი (2470), 10 (10). ნიკოლას ალომაგრო-ესპანეთი (2165).

* * *
სტამბოლში (თურქეთი) გუშინ, 1 აგვისტოს ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი) დაიწყო, რომელშიც სოფიო ქვაცაბაია მეორე ნომრადაა განთესილი. ასპარეზობის სტარტზე მან იოლად სძლია სლოვენიელ ჯანინ კოლეტას - 6:2, 6:1. მეორე წრეში თბილისელი ჩოგბურთელი ნურია პარიზას-დიასსა (ესპანეთი) და სტამატია ფაფალიუს (საბერძნეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული