ქვაცაბაიამ და გორგოძემ მოიგეს

AutoSharing Option
სტამბოლში ჩოგბურთელ ქალთა 10-ათასიან საერთაშორისო ტურნირში მეორე გამარჯვება იზეიმა მე-2 ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ.

გუშინ მან ესპანელი ნურია პარისას-დიასი დაამარცხა 6:4, 6:0 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ირინა რამიალისონსა (საფრანგეთი)-ქრისტინა შაკოვეცს (გერმანია) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წარმატებით ითამაშა ეკატერინე გორგოძემაც. იგი გერმანიის ქალაქ ჰეჩინგენის 25-ათასიან ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება. პირველ რაუნდში თავისუფალი იყო. მეორეში, როგორც გაუწყეთ, ვერონიკა ზავოდსკა (ჩეხეთი) დაამარცხა, გუშინ კი კვალიფიკაციაში მე-9 ნომრად განთესილ ჩილელს -დანიელა სეგულს დააყრევინა ფარ-ხმალი -6:1, 6:0 და ძირითად ბადეში გააღწია, სადაც ფრანგ აუდრი ბერგოტს (#6)
გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული