გორგოძე პირველ წრეს ვერ გასცდა

AutoSharing Option
ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ ჰეჩინგენის 25-ათასიან საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობა დაასრულა. როგორც გაუწყეთ, ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ ძირითადი ბადის პირველი ბარიერი მისთვის დაუძლეველი აღმოჩნდა.

მართალია, ჩვენებურმა მე-6 ნომრად განთესილ ფრანგს - ოდრი ბერგოტს პირველი სეტი იოლად მოუგო - 6:2, თუმცა მეორე ორი ხელი თავადაც თითქმის უბრძოლველად დათმო - 1:6, 2:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა. გორგოძემ პირველივე რაუნდში დაამთავრა ასპარეზობა წყვილთა თანრიგშიც - ჰოლანდიელ ვანდერ მიიტთან ერთად ელიზ თამელა (ჰოლანდია) და სკარლეტ ვერნერის (გერმანია) დუეტთან 4:6, 3:6 წააგო.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული