მეოთხედფინალში იგი გერმანელ ქრისტინა შაკოვეცს დაუპირისპირდა. პირველი სეტი ჩვენებურმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო 7:6, მომდევნო ორ ხელში კი მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 2:6, 4:6 დამარცხდა.
ნახევარფინალში გერმანელი ბულგარელ იზაბელა შინიკოვას (#3) შეხვდება, მეორე წყვილში კი ელიქს ლეშემია (საფრანგეთი, #1) და დინა ტომლეგა (რუმინეთი) ითამაშებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"