ქვაცაბაია სტამბოლის ტურნირს გამოეთიშა

AutoSharing Option
სტამბოლში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი) ორი მოგების შემდეგ შეჯიბრებას გამოეთიშა მე-2 ნომრად განთესილი სოფიო ქვაცაბაია.

მეოთხედფინალში იგი გერმანელ ქრისტინა შაკოვეცს დაუპირისპირდა. პირველი სეტი ჩვენებურმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო 7:6, მომდევნო ორ ხელში კი მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 2:6, 4:6 დამარცხდა.

ნახევარფინალში გერმანელი ბულგარელ იზაბელა შინიკოვას (#3) შეხვდება, მეორე წყვილში კი ელიქს ლეშემია (საფრანგეთი, #1) და დინა ტომლეგა (რუმინეთი) ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული