ეკა გორგოძე-იღბლიანი წაგებულის სტატუსით

AutoSharing Option
გერმანიაში ვერსმოლდის 25-ათასიანი ქალთა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეკატერინე გორგოძემ მე-2 რაუნდში მასპინძელ ელეანორ დინს სძლია (1:6, 6:3, 6:1), მაგრამ მერე პოლონელ ანა კორჟენიაკს დანებდა - 7:5, 1:6, 1:6.

ამის მიუხედავად, იღბლიანი წაგებულის სტატუსით ძირითად ბადეში მაინც მოხვდა და სტარტზე დანიელა ჰარმსენს (ჰოლანდია) დაუპირისპირდება, წყვილთა თანრიგში კი ვან დერ მიიტთან (ჰოლანდია) ერთად პირველ წრეში აგნეს ზატმარისა (რუმინეთი) და ჩიჰირო ტაკაიამას (იაპონია) დუეტს მოუგო - 6:0, 6:4.

სტამბოლის 10-ათასიანი ტურნირის პირველი ბარიერი გადალახა სოფიო ქვაცაბაიამ - სლოვენიელი ანია პრისლანი დაამარცხა - 6:4,
6:2. მეორე წრეში ხეორხინა გარსია-პერესსა (ესპანეთი) და ირინა პამიალისონს (საფრანგეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული