ქვაცაბაიას შანსი მეორე წრეში

AutoSharing Option
სტამბოლში ჩოგბურთელ ქალთა 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა პაექრობის პირველი ბარიერი  სოფიო ქვაცაბაიამ ბულგარელ იზაბელა შინიკოვასთან ერთად გადალახა.

ინტერნაციონალურმა დუეტმა რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაურსა და იდილ ჰაკირაიფ ოღლუს იოლად აჯობა - 6:0, 6:2. მე-2 წრეში ისინი ბასაკ ერეიდინსა (თურქეთი) და კრისტინა შაკოვეცს (გერმანია) შეხვდებიან. ქვაცაბაიას სტამბოლის წინა ტურნირის ერთეულთა თანრიგში ალემანთან წაგებისთვის რევანშის შანსი ეძლევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული