ნადალი: თუკი ფედერერი ისურვებს...

AutoSharing Option
მსოფლიოს საჩოგბურთო კლასიფიკაციის ლიდერმა რაფაელ ნადალმა აღიარა, რომ თავის უმთავრეს კონკურენტ როჯერ ფედერერთან წყვილში თამაშზე უარს არ იტყოდა. საინტერესოა, რომ ადრე მსგავსი სურვილი თავად შვეიცარიელმაც გამოთქვა. ამას წინათ რაფა ნადალმა ტორონტოში წყვილთა ტურნირში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დუეტში მოსინჯა ძალები, თუმცა უშედეგოდ – ესპანურ-სერბული თანამშრომლობა პირველივე წრეში მარცხმა დაასრულა.

"როჯერთან წყვილში სიამოვნებით ვითამაშებდი. მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრი დასამახსოვრებელი მომენტის ერთად გადატანა მოგვიხდა. წყვილში უამრავ სხვა ჩოგბურთელთან მითამაშია, ფედერერთან კი არასდროს. ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ერთ მშვენიერ დღეს როჯერი ჩემთან ერთად
თამაშს ისურვებს", – თქვა რაფაელ ნადალმა, ვისაც ფედერერთან ბოლო 7 შეხვედრიდან 6 მოგებული აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული