10 ქვეყანა და 10 ათასი დოლარი

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს და უკრაინის ჩოგბურთის ფედერაციების ერთობლივი ძალისხმვით ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დაიწყო საერთაშორისო ტურნირი - "საქართველოს თასის" გათამაშება (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ქალთა შორის.

შეჯიბრებაში 10 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაებნენ. საკვალიფიკაციო ეტაპზე 18 ქართველი ჩოგბურთელი ცდიდა ძალებს. მათგან მხოლოდ ხუთმა გააღწია ძირითად ბადეში, სადაც პირველ ნომრადაა განთესილ უკრაინელი მარინა ზანევსკა (400).

მეორე-მესამე ნომრები არიან სოფიო ქვაცაბაია (458) და თათია მიქაძე (470). სამივემ წარმატებით განვლო ორი წრე: ქვაცაბაიამ იტალიელ გიდა კლერიკისა (6:2, 6:3) და უკრაინელ
ოლგა იანჩუკს (884) სძლია (6:4, 6:2). მიქაძემ უკრაინელი მარტა ნატიშინი (6:1, 7:5) და თანამემამულე ანა ჯიქია დაამარცხა (6:0, 6:0), ზანევსკამ მოსკოველ თინა ბოხუას (6:3, 7:5) და მარიამ ქურასბედიანის მძლეველ შახლო საიდოვას მოუგო (6:0, 6:2).

ქართველთაგან პირველ წრეში, ქურასბედიანის გარდა, შეჯიბრებას გამოეთიშნენ მარიამ გოგელაშვილი, ნინო სუჯაშვილი, ბარბარე ერისთავი.

მეორე წრეში მათი ბედი გაიზიარეს ნათია გეგიამ (გუშინ იგი პოლინა მონოვასთან (რუსეთი, 791) დამარცხდა - 5:7, 6:7) და ბაბილინა მაჩაიძემ (გერმანელ ალინა ვესელს (836) დანებდა - 1:6, 2:6), მეორე წრის დანარჩენი სამი შეხვედრა ასე დამთავრდა: ნადია კოლბი (უკრაინა, 676)-ვლადისლავა კუზმენკოვა (ბელარუსი, 988)-6:0, 1:6, 6:3, ანი ამირაჯიანი (სომხეთი, 715)-დარია ბერეჟნაია (ყაზახეთი, 1224)-6:1, 3:6, 6:1, მაია კაციტაძე (რუსეთი)-ვიქტორია კისიალევა (ბელარუსი, 765)-3:6, 6:1, 6:4.

მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ზანევსკა-მონოვა, მიქაძე-კოლბი, ამირაჯიანი-ვესელი, კაციტაძე-ქვაცაბაია.

წყვილთა მეორე წრის შეხვედრათა ანგარიშები: სოფია ქვაცაბაია, თათია მიქაძე (ორივე-საქართველო)-მარიამ დოლაშვილი, თამარ ცხაკაია (ორივე-საქართველო) 6:2, 6:1, ოლგა იანჩუკი (უკრაინა), ვიქტორია კისიალევა (ბელარუსი)-ალიონა ფომინა, ნადია კოლბი (ორივე-უკრაინა) 6:4, 4:6, 10:7, ანასტასია ფრენკო (თურქმენეთი), ვიქტორია იემიალიანავა (ბელარუსი)-დარია ბერეჟნაია (ყაზახეთი), გიდა კლერიკი (იტალია) 6:2, 6:2, ბაბილინა მაჩაიძე, ნინო სუჯაშვილი (ორივე-საქართველო)-თინა ბოხუა (რუსეთი), ან აჯიქია (საქართველო)-6:3, 1:6, 10:8.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული