ძირითად ბადეში ოთხი ქართველია

AutoSharing Option
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე გუშინ ბათუმის ნავთობტერმინალის თასზე ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 000$) საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 წრის შეხვედრები გაიმართა.

შესანიშნავად ითამაშა ქართულ-უკრაინული საერთაშორისო ტურნირის (10 000$) გამარჯვებულმა თათია მიქაძემ, რომელმაც დაძაბულ პაექრობაში სძლია რუსეთში მცხოვრებ თანამემამულე ნათელა ძალამიძეს.

მართალია, თათიამ პირველი სეტი 3:6 დათმო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი ხელი მოიგო - 6:2, 6:3 და ძირითად ბადეში გააღწია. მსგავს წარმატებას მიაღწია ეკატერინე გორგოძემაც, რომელმაც იოლად დაამარცხა ეკატერინა ლუჟკოვა - 6:1, 6:1.

საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 წრის დანარჩენი შეხვედრები
ასე დამთავრდა: პოლინა მონოვა (რუსეთი)-ელიზავეტა ივანჩუკი (უკრაინა)-7:6, 6:3, დანკა კოვიჩი (ჩერნოგორია)-ვიქტორია კისიალევა (ბელარუსი)-6:4, 7:6, კატარზინა კავა (პოლონეთი)-ლიძია მაროზავა (ბელარუსი)-6:4, 6:2, ალექსანდრა არტამონოვა (რუსეთი)-ანი ამირაგიანი (სომხეთი)-7:5, 6:3, ირინა ხრომჩევა (რუსეთი)-ანი გოგვაძე (საქართველო) 6:0, 6:0, ქსენია კირილოვა (რუსეთი)-შახლო საიდოვა (რუსეთი) 6:0, 6:4.

"ნავთობტერმინალის" ძირითად ბადეში 4 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. პირველ წრეში ისინი ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: სოფიო შაფათავა (მე-7 ნომრადაა განთესილი)-ირინა ხრომაჩევა (რუსეთი), სოფიო ქვაცაბაია (ორგანიზატორებმა ველური ბარათით დაუშვეს)-ალექსანდრა არტამონოვა (რუსეთი), თათია მიქაძე (კვალიფიკაციიდან)-რეკა-ლუკა ჟანი (უნგრეთი), ეკატერინე გორგოძე (კვალიფიკაციიდან)-ნიკოლა ჰოფმანოვა (ავსტრალია).

დღეს ტურნირზე წყვილები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული