შესანიშნავად ითამაშა ქართულ-უკრაინული საერთაშორისო ტურნირის (10 000$) გამარჯვებულმა თათია მიქაძემ, რომელმაც დაძაბულ პაექრობაში სძლია რუსეთში მცხოვრებ თანამემამულე ნათელა ძალამიძეს.
მართალია, თათიამ პირველი სეტი 3:6 დათმო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი ხელი მოიგო - 6:2, 6:3 და ძირითად ბადეში გააღწია. მსგავს წარმატებას მიაღწია ეკატერინე გორგოძემაც, რომელმაც იოლად დაამარცხა ეკატერინა ლუჟკოვა - 6:1, 6:1.
საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 წრის დანარჩენი შეხვედრები
"ნავთობტერმინალის" ძირითად ბადეში 4 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. პირველ წრეში ისინი ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: სოფიო შაფათავა (მე-7 ნომრადაა განთესილი)-ირინა ხრომაჩევა (რუსეთი), სოფიო ქვაცაბაია (ორგანიზატორებმა ველური ბარათით დაუშვეს)-ალექსანდრა არტამონოვა (რუსეთი), თათია მიქაძე (კვალიფიკაციიდან)-რეკა-ლუკა ჟანი (უნგრეთი), ეკატერინე გორგოძე (კვალიფიკაციიდან)-ნიკოლა ჰოფმანოვა (ავსტრალია).
დღეს ტურნირზე წყვილები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"