თელავს ჩოგბურთი ეზეიმება

AutoSharing Option
საქართველოში კარგა ხანია, ჩოგბურთი თბილისის ფარგლებს გასცდა და რეგიონებშიც ნელ-ნელა იდგამს ფესვებს. დასტურად თელავიც გამოდგება.

სამი წლის განმავლობაში აქ ქალთა ოცდახუთათასდოლარიანი საერთაშორისო ტურნირები იმართებოდა, წლეულს კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობითა და თანადგომით შეჯიბრების საპრიზო ფონდი უფრო სოლიდური გახდა - 50 ათას დოლარამდე გაიზარდა, რამაც პროფესიონალ ჩოგბურთელთა დიდი ინტერესი გამოიწვია: 26 სექტემბრიდან თელავს 20 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი ეწვევა.

- შეჯიბრებისთვის მონდომებით ვემზადებით, - გვითხრა კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა გიორგი ღვინიაშვილმა. - სპორტულ სამყაროში ჩვენს კუთხეს უმთავრესად
ჭიდაობით იცნობდნენ, ახლა მსოფლიოს ჩოგბურთითაც დავამახსოვრებთ თავს.

50-ათასიანი ტურნირის მასპინძლობა დიდი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც, ამიტომ ყველაფერს ვიღონებთ, სტუმარ-მასპინძლები გულნაკლული არ დავტოვოთ. კორტები და სასტუმროები სრულ წესრიგშია და სტუმართა დასახვედრად მზად ვართ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული