იური საპრონოვი: დიდი სურვილი გვაქვს თბილისის ტურნირის დაფინანსებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ

AutoSharing Option
ჩოგბურთელ ქალთა 10-ათასიანი საერთაშორისო ტურნირის მსვლელობისას თბილისს ეწვია უკრაინის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, იური საპრონოვის ფონდის საჩოგბურთო პროგრამის დირექტორი ვსევოლოდ კევლიჩი, რომელიც ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა:

- ხარკოვის ოლქის ვიცე-გუბერნატორმა იური საპრონოვმა 2008 წელს ჩამოაყალიბა უკრაინის ჩოგბურთელ ქალთა დახმარების ფონდი და იმავე წლიდან ტურნირების სერიასაც ატარებს.

ამგვარმა ღონისძიებამ დადებითი შედეგი გამოიღო - ჩვენი ქალები, რომლებიც ევრო-აფრიკულ ზონაში გამოდიოდნენ, ახლა მსოფლიოში მე-6 ადგილზე არიან. ალბათ, ჩვენი მანდილოსნების ამგვარმა წინსვლამ გადააწყვეტინა ახლო წარსულში სახელოვან ჩოგბურთელ- ქალბატონ ლეილა მესხს, რომ საპრონოვის ფონდს დაკავშირებოდა.

შეჯიბრებები უფრო
საინტერესო რომ ყოფილიყო, ჩვენც ვეძებდით პარტნიორს. ქალბატონმა ლეილამ თანამშრომლობა სწორედ ამ დროს შემოგვთავაზა. ასე ვთქვათ, ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ და ორმხრივ სასარგებლო მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი.

ეს არის ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და საუკეთესო კონტაქტების თვალსაჩინო მაგალითი: ვეხმარებით ერთმანეთს და ჩოგბურთელ ქალთა შემდგომ დაოსტატებას ვუწყობთ ხელს. შეიძლება ითქვას, რომ პირველ მოსავალს უკვე ვიმკით. აი, თუნდაც წინა ტურნირში 10-მდე უკრაინელი მონაწილეობდა, "ბათუმის ნავთობტერმინალის" თასზე კი საპრონოვის ჯგუფიდან სამი ჩოგბურთელი იასპარეზებს, მათ შორის ელენა სვეტულინა, რომელმაც შარშან ახალგაზრდებში როლან გაროსი მოიგო.

- თქვენი თანამშრომლობა გაისად თუ გაგრძელდება?
- გადაჭრით რამის თქმა გამიჭირდება, რადგან 2012 წელს უკრაინა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წარმომადგენელებს მასპინძლობს.

მატჩები ხარკოვშიც გაიმართება და ახლა მთელი ყურადღება ევროპირველობისკენაა მიმართული, ამიტომ ზაფხულში საჩოგბურთოდ არ გვეცლება. ისე კი, დიდი სურვილი გვაქვს, რომ წლევანდელი პროექტი გაისადაც გაგრძელდეს და თბილისის ტურნირის დაფინანსებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული