ისიც იმედებს ამართლებს: პირველ წრეში სოფიომ კვალიფიკაციიდან შემოსული ალექსანდრა არტამონოვა (რუსეთი) დაამარცხა 6:3, 4:6, 6:1, შემდეგ მე-6 ნომრად განთესილი უკრაინელი ვერონიკა კაპშაი ჩამოიცილა
რაც შეეხებათ დანარჩენ ქართველ ჩოგბურთელებს, ისინი პირველსავე წრეში გამოეთიშნენ შეჯიბრებას. საქართველოს ნაკრების წევრი სოფიო შაფათავა ირინა ხრომაჩევას (რუსეთი) დანებდა - 6:7, 1:6, თათია მიქაძე რეკა-ლუკა იანისთან დამარცხდა - 4:6, 2:6, ხოლო ეკატერინე გორგოძეს ნიკოლა ჰოფმანოვამ (ავსტრია) აჯობა - 6:1, 6:2.
წყვილთა პაექრობებსაც მხოლოდ სოფიო ქვაცაბაია შემორჩა, რომელმაც ბელარუს პოლინა პეხოვასთან ერთად პირველ წრეში მიქაძე-შაფათავას დუეტს აჯობა - 3:6, 6:3, 11:9, მეოთხედფინალში ელენა ბოგდანსა (რუმინეთი) და ანდრეა კოჩ-ბენვენუტოს (ჩილე) დაუპირისპირდება.
აქვე გაუწყებთ ერთეულთა და წყვილთა თანრიგში გუშინ გამართული შეხვედრების შედეგებს:
ერთეულები: ლესია ცურენკო (უკრაინა)-ელინა სვიტოლინა (უკრაინა) 7:5, 6:3, ირინა ხრომაჩევა (რუსეთი)-ირინა ბურიაჩოკი (უკრაინა) 6:3, 3:6, 6:3, იულია კოჰენი (აშშ)- ოქსანა ლიუბცოვას (უკრაინა) შეხვედრა დღეს გაიმართება, ანდრეა კოჩ-ბენვენუტო (ჩილე)-ოლგა იანჩუკი (უკრაინა) 6:1, 6:3, სოფიო ქვაცაბაია (საქართველო)-ვერონიკა კაპშაი (უკრაინა) 3:6, 7:5, 6:3, რეკა-ლუკა იანი (უნგრეთი)- დანკა კოვინიჩი (ჩერნოგორია) 7:5, 6:1, იონა-რალუკა ოლარუ (რუმინეთი)-პოლინა პეხოვა (ბელარუსი) 6:4, 6:4, ელენა ბოგდანი რუმინეთი)- ნიკოლა ჰოფმანოვა (ავსტრია) 6:4, 3:6, 6:2
წყვილები: ოლარუ (რუმინეთი), ცურენკო (უკრაინა)-კოჰენი (აშშ), ძალამიძე (რუსეთი) - 1:6, 6:4, 10:5, იანჩუკი (უკრაინა), კაციტაძე (რუსეთი)-მონოვა (რუსეთი), პირაჟენკა (ბელარუსი) 7:5, 6:4, ბოგდანი (რუმინეთი), კოჩ-ბენვენუტო (ჩილე)-ამირაგიანი (სომხეთი), შკუდუნი (უკრაინა) 6:2, 3:6, 10:5, ქვაცაბაია (საქართველო), რეხოვა (ბელარუსი)-მიქაძე (საქართველო), შაფათავა (საქართველო) 3:6, 6:3, 11:9, კაპშაი (უკრაინა), ზეკ-პესკირიჩი (სლოვენია)-გეგია (საქართველო), ჯიქია (საქართველო) 6:3, 6:4, ბურიაჩოკი (უკრაინა), იანი (უნგრეთი)-მაჩაიძე (საქართველო), სუჯაშვილი (საქართველო) 6:1, 3:0, იანჩუკი (უკრაინა), ზანევსკა (უკრაინა)-გორგოძე (საქართველო), იაკუპოვიჩი (სლოვენია) 6:3, 6:1, ჰოფმანოვა (ავსტრია), კლაფნერი (ავსტრია)-არტამონოვა (რუსეთი), მაროზავა (ბელარუსი) 6:1, 3:6, 10:6
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"