ფავორიტი ლესია ცურენკო პირველია

AutoSharing Option
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე გუშინ დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი "ბათუმის ნავთობტერმინალის" თასზე (საპრიზო ფონდი 25 000$) შაბათს ნახევარფინალში შეჯიბრების რეიტინგფავორიტმა ლესია ცურენკომ (უკრაინა) იოლად დაამარცხა ამერიკელი იულია კოენი - 6:0, 6:3 და ფინალში ელენა ბოგდანის (რუმინეთი) მძლეველ (6:4, 6:4) რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) დაუპირისპირდა.

მადიარმა უკრაინელს მხოლოდ პირველ სეტში გაუწია მედგარი წინააღმდეგობა, თუმცა, მაინც დათმო - 6:7, მეორე ხელის მოგება კი ცურენკოს არ გასჭირვებია (6:3) და მთავარი პრიზიც მოიპოვა. წყვილთა ფინალში ბურიაჩოკ (უკრაინა)-იანის (უნგრეთი) დუეტმა ბოდგანსა (რუმინეთი) და კოჩ-ბენვენუტოს
(ჩილე) აჯობა - 7:6, 6:2.

შეჯიბრების მონაწილეთა დიდმა უმრავლესობამ თელავში გადაინაცვლა, სადაც ქალთა 75-ათასიანი საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული