ერთეულთა თანრიგის ძირითად ბადეში ოთხი ქართველიდან გუშინ ძალები სამმა მოსინჯა. სოფიო შაფათავას დაძაბული პაექრობა ჰქონდა მე-8 ნომრად განთესილ კორინა დენტონისთან (იტალია).
პირველი სეტი სტუმარმა 6:4 მოიგო, მეორეში შაფათავამ იყოჩაღა - 6:3, მესამე ხელი უფრო დაძაბული გამოდგა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა აქაც 7:5 აჯობა მეტოქეს. მეორე წრეში იგი უკრაინელი ვერონიკა კაპშაის მძლეველ (6:0, 6:3) ჯულია კოენს (აშშ) დაუპირისპირდება. წარმატებას მიაღწია შეჯიბრებაზე "ველური ბარათით" დაშვებულმა თათია მიქაძემ - ჩვენებურმა ორ სეტში
ამ უკანასკნელმა გუშინ მეორე ნომრად განთესილი ანასტასია პივოვაროვა (რუსეთი) ჩამოიცილა გზიდან 6:7, 6:2, 6:2. შეჯიბრებას გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე. მართალია, მან მეორე ხელი მოუგო ხორვატ ანი მაიაჩიკას, მაგრამ პირველსა (4:6) და მესამე სეტში (2:6) სტუმარს დანებდა. მარგალიტა ჩახნაშვილი (6) დღეს ითამაშებს ირინა ბურიაჩოკთან (უკრაინა), ხოლო ნატალი პიკუონი (საფრანგეთი) ელიზავეტა იანჩუკს (უკრაინა) შეხვდება.
ერთეულთა დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: ალექსანდრე კადანტუ (რუმინეთი)-ჟასმინა ტინჯითი (ბოსნია-ჰერცეგოვინა) 6:4, 6:2, ელინა სვიტოლინა (უკრაინა)-ნიკოლა ჰოფმანოვა (ავსტრია) - 6:4, 1:6, 6:2, ლესია ცურენკო (უკრაინა)-ანდრეა კოჩ-ბენვენუტო (ჩილე) 7:5, 7:6, ირინა ხრომაჩევა (რუსეთი)-რეკა-ლუკა იანი (უნგრეთი) 6:3, 6:4, კაგლა ბუიუკაკაი (თურქეთი)-ელენა ბოგდანი (რუმინეთი, 7) 2:6, 6:3, 6:1, მიხაელა ბუზარნესკუ (რუმინეთი, 5)-ანასტასია გრიმალსკა (იტალია) 6:1, 6:3, ლინა სტანკუიტე (ლიტვა)-ალექსანდრე არტამონოვა (რუსეთი) 6:1, 6:4, ალექსანდრა პანოვა (რუსეთი, 4)-მაშა ზეკ-პესკირიჩი (სლოვენია) 6:4, 6:3.
წყვილები: ბოგდანი (რუმინეთი), ბუზარნესკუ (რუმინეთი)-ბუიუკაკაი (თურქეთი), ჰოფმანოვა (ავსტრია) 6:2, 6:4, მაიაჩიკა (ხორვატია), ზეკ-პესკირიჩი (სლოვენია)-სვიტულინა (უკრაინა), ზანევსკა (უკრაინა) 7:5, 6:4, ბურიაჩოკი (უკრაინა), იანი (უნგრეთი)-ძალამიძე (რუსეთი), იანჩუკი (უკრაინა) 6:4, 6:1.
მეოთხედფინალში ითამაშებენ: ბოგდანი, ბუზარნესკუ - კოჩ-ბენვენუტო, პეხოვა; მიქაძე, შაფათავა - დენტონი, კლაფნერი; მაიაჩიკა, ზეკ-პესკირიჩი - ბურიაჩოკი, იანი; გოგვაძე, გრიმალსკა - ოლარუ, ცურენკო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"