პირველი სეტი სტუმარმა 6:3 მოიგო, მეორე და მესამე ხელში ჩახნაშვილმა სძლია მეტოქეს - 6:4, 7:6 და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გუშინ მე-2 წრის ორთაბრძოლაშიც მიაღწია წარმატებას - დაძაბულ პაექრობაში რუმინელ იონა-რალუკა ოლარუს აჯობა - 6:7, 7:6, 6:2.
ერთეულთა თანრიგის მეოთხედფინალში იგი ჩვენებურთა ერთადერთი წარმომადგენელია, რადგან სოფიო შაფათავამ ამერიკელ ჯულია კოენთან წააგო - 7:5, 6:7, 0:6, ხოლო თათია მიქაძე სლოვაკ იანა
რუმინელმა ალექსანდრა კადანტუმ, რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი, ახალგაზრდებში როლან გაროსის შარშანდელი ფინალისტი ელინა სვიტოლინა (უკრაინა) დაამარცხა - 7:6, 6:4. "ბათუმის ნავთობტერმინალის" წლევანდელმა გამარჯვებულმა ლესია ცურენკომ (უკრაინა, 3) სამ სეტში ხორვატი ანი მაიაჩიკა დაჯაბნა - 1:6, 6:2, 6:1.
თექვსმეტი წლის მოსკოველმა ირინა ხრომაჩევამ პირველ წრეში მასზე ოთხი წლით უფროსი უნგრელი რეკა-ლუკა იანი ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:4, გუშინ კი თურქ კაგლა ბუიუკაკაის დააყრევინა ფარ-ხმალი - 7:6, 6:7, 6:4. მე-2 წრის დანარჩენი 2 შეხვედრა ასე დამთავრდა: მიხაელა ბუზარნესკუ (რუმინეთი)-ლინა სტანკუიტე (ლიტვა) 6:4, 6:4, ალექსანდრა პანოვა (რუსეთი, 4)-ელიზავეტა იანჩუკი (უკრაინა) 1:6, 6:4, 6:1.
მეოთხედფინალში ითამაშებენ: კადანტუ-კოენი, ცურენკო-ხრომაჩევა, ბუზარნესკუ-პანოვა, ჩახნაშვილი-გეპელოვა.
წყვილთა მეოთხედფინალური პაექრობებიდან გუშინ მხოლოდ ორი დუელი შედგა: ბოგდანი, ბუზარნესკუ (ორივე-რუმინეთი)-კოჩ-ბენვენუტო (ჩილე), პენკოვა 6:4, 6:1, ბურიაჩოკი (უკრაინა), იანი (უნგრეთი)-მაიაჩიკა (ხორვატია), ზეკ-პესკირიჩი (სლოვენია) 6:2, 6:4.
დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: მიქაძე, შაფათავა (ორივე-საქართველო)-დენტონი (იტალია), კლაფნერი (ავსტრია), გორგოძე (საქართველო), გრიმალსკა (იტალია)-ოლარუ (რუმინეთი), ცურენკო (უკრაინა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"