მთავარი პრიზები სტუმრებს ერგოთ

AutoSharing Option
გასულ შაბათ-კვირას თელავის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 000$) ნახევარფინალური და ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა.

მარგალიტა ჩახნაშვილმა (6), რომელმაც ერთეულთა თანრიგში წარმატებით განვლო სამი წრე, შაბათს მე-4 ნომრად განთესილ ალექსანდრა პანოვასთან (რუსეთი, 4) წააგო - 2:6, 3:6. ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ალექსანდრა კადანტუმ 16 წლის ირინა ხრომაჩევას (რუსეთი) აჯობა - 6:3, 6:2. ორი ალექსანდრას დაპირისპირება ფინალში პანოვას გამარჯვებით (4:6, 6:1, 6:1) დასრულდა და მთავარი პრიზიც მას ერგო.

წყვილთა ნახევარფინალში თათია მიქაძისა და სოფიო შაფათავას დუეტს რუმინელებმა - ელენა ბოგდანმა და მიხაელა ბუზარნესკუმ
სძლიეს - 7:5, 3:6, 10:7.  ფინალში  კარპატელების შეჩერება ეკატერინე გორგოძემ და ანასტასია გრიმალსკამაც (იტალია) ვერ შეძლეს  და მეორე ადგილით დაკმაყოფილდნენ. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვლახები ავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული