20-მილიონიანი როდიკი

AutoSharing Option
ბაზელის ტურნირის მეორე წრეში ჩეხი რადეკ შტეპანეკის დამარცხება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამერიკელი ენდი როდიკისთვის. ის გახდა მეათე ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც კორტზე 20 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. როდიკი მეოთხე მოქმედი კალათბურთელია, რომელმაც ამ ზღვარს გადააბიჯა.

"ჰონორარზე არასოდეს მიფიქრია. რა თქმა უნდა, ფული კომფორტულია, მაგრამ არ მგონია, ვინმე ამას ისახავდეს მიზნად. ჩვენ უფრო მატჩებსა და ტურნირებზე გამარჯვებებზე ვფიქრობთ. ფულზე ფიქრს მაშინ იწყებ, როცა უკვე საკმარისად გაქვს მოგებული ტიტულები", - განაცხადა როდიკმა ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ყველაზე მდიდარი ჩოგბურთელების საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. როჯერ ფედერერი 64
107 721
2. რაფაელ ნადალი 43 824 377
3. პიტ სამპრასი 43 280 489
4. ანდრე აგასი 31 152 975
5. ნოვაკ ჯოკოვიჩი 30 872 275
6. ბორის ბეკერი 25 080 956
7. ევგენი კაფელნიკოვი 23 883 797
8. ივან ლენდლი 21 262 417
9. სტეფან ედბერგი 20 630 941
10. ენდი როდიკი 20 043 099

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული