ნალბანდიანის იმედები

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა მესამე ჩოგანმა, არგენტინელმა დავიდ ნალბანდიანმა ფეხის მყესების მძიმე ტრავმის გამო დიდი დრო დაკარგა და როცა კორტს დაუბრუნდა, მსოფლიო კლასიფიკაციის მეორე ასეულში იმყოფებოდა. აგვისტოს დასაწყისში ნალბანდიანი 117-ე იყო AთP-ს რეიტინგში, მაგრამ მიმდინარე თვეში ვაშინგტონის ტურნირის მოგება მოასწრო, ხოლო ტორონტოში მეოთხედფინალს უწია. შედეგად, არგენტინელი მსოფლიოს 33-ე ჩოგანია და თანამემამულე ხუან მარტინ დელ პოტროს არყოფნის გამო, აშშ-ის ღია ჩემპიონატზე განთესილთა შორის მოხვდა.

"ვფიქრობ, რომ ნიუ იორკში კარგი შედეგის იმედი უნდა მქონდეს. როცა სეზონი იწყებოდა, მიზნად 30-ეულში დაბრუნება დავისახე და უკვე აგვისტოში
საწადელს თითქმის მივაღწიე", - თქვა დავიდ ნალბანდიანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული