დემენტიევა: ეს ჩემი ზაფხული არ იყო

AutoSharing Option
რუსმა მეჩოგნემ ელენა დემენტიევამ ნიუ ჰეივენში მიმდინარე ტურნირის მეორე წრეში უკრაინელი ეკატერინა ბონდარენკო მეთად მძიმე და ხანგრძლივ დაპირისპირებაში დაამარცხა (7:6, 6:7, 6:4) და ნამატჩევს თქვა, რომ "როლან გაროსზე" მიღებული ტრავმა ბოლომდე ჯერაც ვერ მოიშუშა.

"ზუსტად პროცენტებში ვერ შევაფასებ, მაგრამ პარიზული ტრავმა ჯერჯერობით ბოლომდე ვერ მოვირჩინე. დიდი დრო გავიდა, ვიდრე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. პარიზში ძალიან კარგად ვთამაშობდი, მაგრამ ჩოგბურთში ტრავმები იშვიათობა როდია. ეს იყო მეტად უსიამოვნო მომენტი, რადგან იმ დაზიანების გამო უიმბლდონის გამოტოვებაც მომიხდა. მოკლედ, ეს ჩემი ზაფხული არ იყო, თუმცა
ვინ იცის, ხშირად ხდება, როცა დღევანდელივით ხანგრძლივ მატჩს იგებ, საკუთარი ძალების რწმენაც გიბრუნდება და ფორმაშიც უცებ შედიხარ", - თქვა მსოფლიოს მე-13 ჩოგანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული