აზარენკამ თამაშის დროს გონება დაკარგა

AutoSharing Option
ბელარუსმა ჩოგბურთელმა ვიქტორია აზარენკამ, რომელიც WTA-ს რეიტინგში მე-11 ადგილზეა, არგენტინელ ხისელა დულკოსთან პაექრობის დროს გონება დაკარგა და კორტზე მოწყვეტით დაეცა. ექიმებმა ეს ნიუ-იორკის ხვატს მიაწერეს. სიცხისგან გათანგული აზარენკა იქაურობას ეტლით გაარიდეს. დავძენთ, რომ ამ მომენტისთვის (პირველი სეტი) არგენტინელი 5:1-ს იგებდა, შესაბამისად, საბოლოოდ მოგებაც მას დარჩა და მომდევნო წრეში რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული