შვედეთის ქალაქ ისტადში ქალთა საჩოგბურთო ტურნირის (25 ათასი დოლარი) პირველი წრე იოლად გადალახა მე-3 ნომრად განთესილმა ოქსანა კალაშნიკოვამ (160). ჩვენებურმა ჰოლანდიელ რიჩელ ჰოგენკამპს (352) მოუგო - 6:3, 6:3. მერვედფინალში ოქსანას მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი იულია გლუშკო (346) იქნება. ამავე ტურნირში სოფიო ქვაცაბაიას (426) პირველი მეტოქე მასპინძელი ანა ბრაჟნიკოვა იყო, ქართველმა სამ სეტში იმარჯვა - 1:6, 6:1, 7:5. სოფიოს მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი სლოვაკი ლენკა ვიერენკოვაა (284). სოფიო ქვაცაბაიასა და ბრაზილიელი ვივიან სენინის დუეტი მეოთხედფინალშია. პირველ წრეში მათ შვედები (ოლივია ლარსონი, ბრენდა
ნიუკი) დაამარცხეს - 6:1, 6:1. ქვაცაბაია და სენინი მე-4 ნომრად განთესეს.
ფრანგულ მონ-დე-მარსანში (25 ათასი დოლარი) სოფიო შაფათავამ (302) მოულოდნელად წააგო ესპანელ მარია-ტერესა ტორო-ფლორთან (343) - 1:6, 4:6. წყვილთა ბადეში სოფიო ანა ჯიქიას (1042) შეუწყვილდა. პოლონეთის ქალაქ ტორუნში მანანა შაფაქიძე (400) მასპინძელ ბარბარა სობაშკიევიჩს (883) ეთამაშება. წყვილთა ბადეში მანანა ბელარუს ქსენია მილევსკაიასთან (378) დუეტში ითამაშებს.
ნიკოლოზ ნეფარიძე