ათი ქართველი მთავარ ბადეში

AutoSharing Option
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დაიწყო ბათუმის ნვთობტერმინალის ქალთა ღია საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდია 25 ათასი დოლარი. შეჯიბრებაში 18 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაებნენ. "ეს ასპარეზობა, რომლის მთავარი სპონსორია ბათუმის ნავთობტრემინალი, ხოლო სპონსორებია არიან კომპანია "ბორჯომი" და ჯი-ემ-სი ჯგუფი, კარგა ხანია, ცნობილია საჩოგბურთო ოჯახში. იგი მე-13 იმართება. მასში უასპარეზიათ დღეს უკვე ქალთა ჩოგბურთის ისეთ აღიარებულ ოსტატებს, როგორებიც არიან ელენა იანკოვიჩი, ანა ივანოვიჩი, ელენა დემენტიევა, ანასტასია მისკინა, ანა ჩაკვეტაძე, ნადეჟდა პეტროვა და სხვები. ტურნირს მეორე წელიწადია თბილი მასპინძლობს, რადგან აჭარის დედაქალაქის კორტებზე
რეკონსტრუქცია მიმდინარეობს", - გვითხრა საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტურნირის დირექტორის მოადგილემ ლალი ზერეკიძემ.

შეჯიბრების მთავარ ბადეში საქართველოს 10 ჩოგბურთელი მოხვდა. პირველ ნომრად არის განთესილი ოქსანა კალაშნიკოვა, მეორე ნომერია მაკა ჩახნაშვილი, რომელმაც გუშინ სამ სეტში ეკატერნე გორგოძეს მოუგო - 4:6, 6:2, 6:4. წარმატებას მიაღწია მე-7 ნომრად განთესილმა ვერონიკა კაპშაიმ. უკრაინელმა სპორტსმენმა ორ სეტში იოლად აჯობა (6:2, 6:1) ჰოლანდიელ ფან დერ მეეტს. სლოვაკმა ზუზანა ზლოჩოვამ ლატვიელი დიანა მარცინკევიჩა დაამარცხა - 6:7, 6:4, 6:3.

დღეს ოქსანა კალაშნიკოვა, მანანა შაფაქიძე, სოფიო შაფათავა, თათია მიქაძე, სოფიო ქვაცაბაია, ბარბარე ერისთავი და დიანა დავითაიაც მოსინჯავენ ძალებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული