ნათია გეგიამ თურქეთში პირველი წრე დაძლია

AutoSharing Option
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 10 000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.

ძირითად ბადეში დაშვებული ნათია გეგია ასპარეზობის სტარტზე მე-5 ნომრად განთესილ ესპანელს - ნურია პარიზას-დიასს დაუპირისპირდა. პირინეელმა პირველ სეტში შედარებით იოლად იმარჯვა - 6:3, მომდევნოებში კი ქართველი ჩოგბურთელის წინააღმდეგობა ვერ დაძლია.

მეორე ხელი დაძაბულად წარიმართა და ჩვენებურმა 7:6 მოიგო. გადამწყვეტ სეტშიც ქართველმა მიაღწია წარმატებას - 7:5 და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც იაპონელი იუუკი ტანაკას მძლეველ იტალიელს - ლინდა მაირს შეხვდება.

უკვე გაუწყეთ, რომ ანკარაშივე წყვილთა პაექრობის პირველ
წრეში თამარ ჭალაგანიძისა და კიმბერლი კასარის (მალტა) დუეტმა ბაბილინა მაჩაიძეს და აისენურ დურმუშის (თურქეთი) აჯობა - 6:3, 6:2.

2 აგვისტოს ისინი პირველ ნომრად განთესილ ლაურა-იონა ანდრეის (რუმინეთი) და ზუზანა ზლოჩოვას (სლოვაკეთი) გაუწევენ მეტოქეობას.

გუშინვე გერმანული ბად საულგაუს 25 000-იანი ქალთა ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზა სოფიო ქვაცაბაიამ. სამწუხაროდ, ჩვენებური იტალიელ იულია მაირთან ორ სეტში დამარცხდა - 2:6, 3:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული