ჩოგბურთელი მიხეილ ხმიადაშვილი ერევანში დუბლს უმიზნებს

AutoSharing Option
ერევნის "ორანჯ კაპზე" 3 აგვისტოს ერთეულთა თანრიგში ვაჟთა შორის კვლავ იყოჩაღა ქართველმა ჩოგბურთელმა მიხეილ ხმიადაშვილმა, რომელიც პირველ ნომრად არის განთესილი.

ნახევარფინალში მან თანამემამულე ალექსანდრე ბაკში დაამარცხა ორ სეტში - 6:3, 6:2. მთავარი პრიზისთვის იგი მე-2 ნომრად განთესილ რუს რომან საფიულინს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა ფინალში გასასვლელი შეხვედრა უკრაინელ ანტონ რედვანოვს მოუგო - 6:2, 6:2.

ვაჟთა წყვილების ფინალში ითამაშებენ თბილისელი ჩოგბურთელები - "ორანჯ კაპზე" მესამე ნომრად განთესილი მიხეილ ხმიადაშვილი და შოთა მეფარიძე. ქართველთა დუეტმა გუშინ მეორე ნომრებს - სერგეი ბარიშევსა და რომან
საფიულინს (ორივე - რუსეთი) აჯობა დაძაბულ პაექრობაში - 7:5, 7:6.

ჩვენებურთა მეტოქე იქნება ყატარელ ჯაბორ მოჰამედ ალი მუტავას და მუსა შანან ზაიედის წყვილი, რომელმაც ნახევარფინალში რუსები - მაქსიმ კრავცოვი და ნიკიტა ზვერკოვი დაჯაბნა - 2:6, 7:6, 10:8.

ერევნის კორტებზე ქართველი გოგონების ერთეულთა თანრიგში მარცხის შესახებ უკვე გაუწყეთ. გუშინდელ ნახევარფინალებში აქ რუსებმა იყოჩაღეს: საბინა შაიდულინამ ოლექსანდრა შკორუპიევა (უკრაინა) დაამარცხა - 6:2, 6:3, ხოლო დარია კრუჟკოვამ სილვია ჩინელატოს (იტალა) სძლია - 6:4, 6:1. ფინალში შაიდულინა და კრუჟკოვა დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ჩვენებმა ვერც წყვილებში გამოიჩინეს თავი. ანა დობორჯგინიძემ ბელარუს მარია შიჩკოსთან ერთად ანა სვირიპას (უკრაინა) და იასმინე სანტოსთან (ავსტრალია) წააგო - 6:4, 5:7, 5:10; დანარჩენმა ორმა ინტერნაციონალურმა წყვილმაც სტარტზევე დაასრულა ასპარეზობა: მარიამ ქურასბედიანი, დიანა კუტუზოვა (რუსეთი) - ნატალია ბელოვა (რუსეთი), ირინა ვარდანიანი (უკრაინა) 2:6, 6:3, 8:10, ირინე ყარანგოზიშვილი, ლუსინე ჩობანიანი (სომხეთი) - ნონა კურგინიანი, ვერა კუტმინსკაია (ორივე - რუსეთი) - 4:6, 3:6.

გოგონათა ნახევარფინალურ შეხვედრებში მხოლოდ რუსები მონაწილეობდნენ: რალინა კალიმულინა, მარგარიტა შმელიოვა - ეკატერინა ადამენკო, დარია კრუჟკოვა 7:6, 6:2. ეკატერინა ალაი, ტატიანა ფეიგინა - ნონა კურგინიანი, ვერა კუტმინსკაია 6:3, 3:6, 10:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული