საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღებს სტარტს 22 წლის ანა ტატიშვილი, რომელიც რეიტინგში 52-ეა. ტურნირის ორგანიზატორებმა ჩვენებური პირველ ნომრად განთესეს.
28 სექტემბერს, დილით ადრე, იგი რეიტინგით 88-ე ესპანელს - ლარა არუაბარენა-ვესინოს დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში ავსტრალიელ ქეისი დელაქუას (77-ე) და რუს ვერა დუშევინას შორის უძლიერესს შეხვდება. პირველი ბარიერის გადალახვისთვის 20, მეორე წრეში გამარჯვებისთვის კი 30 ქულას დაიმსახურებს.
თელავში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 50 000-იანი საერთაშორისო ტურნირი. მეორე წრის
ტურნირის რეიტინგფავორიტმა ლესია ცურენკომ (უკრაინა) მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) აჯობა - 6:3, 6:0. პაექრობას განაგრძობს მისი თანამემამულე ელინა სვიტოლინაც (იგი ასპარეზობის მე-2 ნომერია) - 27 სექტემბერს მან იტალიელი კორინა დენტონი დაჯაბნა - 6:1, 6:4. დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ტერეზა მრდეზა (ხორვატია, 5) - ანა კაროლინა შმიედლოვა (სლოვაკეთი) 1:6, 6:3, 7:6, ანა შკუდუნი (უკრაინა) - რალუკა ოლარუ (რუმინეთი) 6:4, 1:6, 6:4, ალექსანდრა კრუნიჩი (სერბეთი, 4) - ნადია კიჩენოკი (უკრაინა) 6:1, 6:3.
მეოთხედფინალში ითამაშებენ: ცურენკო - ფრიედსამი, კრუნიჩი - შაფათავა, კალაშნიკოვა - შკუდუნი, მრდეზა - სვიტოლინა.
წყვილთა შეჯიბრებებში ოქსანა კალაშნიკოვამ და ეკატერინა ძეჰალევიჩმა (ბელორუსი) კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას ჩამოაშორეს პირველ ნომრად განთესილი უკრაინელი დები - ლუდმილა და ნადია კიჩენოკები - 6:4, 6:2.
მეოთხედფინალში გავიდა სოფიო შაფათავას და დარია ლებეშევას (ბელორუსი) დუეტი, რომელმაც თამარ ჭალაგანიძეს და ანი გოგვაძეს აჯობა - 6:1, 6:2. შეჯიბრებას გამოეთიშნენ მარიამ ქურასბედიანი და ბაბილინა მაჩაიძე, რომლებმაც რეკ-ლუკა იანისთან (უნგრეთი) და ქრისტინა შაკოვეცთან (გერმანია) წააგეს - 0:6, 1:6.
ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა მაკა ჩახნაშვილისა და სოფიო ქვაცაბაიას დუეტი, მაგრამ ჩვენებურებმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ირინა ხრომაჩევას (რუსეთი) და ელინა სვიტოლინას (უკრაინა) - 3:6, 1:6. რალუკა ოლარუს (რუმინეთი) და ლესია ცურენკოს (უკრაინა) წყვილმა შვედები - ჰილდა მელანდერი და პაულინა მილოსლავლიევიჩი დაჯაბნა - 6:3, 6:1.
27 სექტემბერსვე გამოვლინდა ერთი ნახევარფინალისტიც: ელიზავეტა იანჩუკმა (უკრაინა) და ალექსანდრა სასნოვიჩმა (ბელორუსი) ჯერ ინეს ფერერი-სუარესსა (ესპანეთი) და რიჩელ ჰოგენკამპს (ჰოლანდია) სძლიეს - 6:2, 5:7, 10:8, 27 სექტემბერს კი დაძაბულ პაექრობაში ტადეია მაიერიჩსა (სლოვენია) და ანა შკუდუნს აჯობეს - 7:5, 7:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"