ანა ტატიშვილის გარდა, რეიტინგში ყველა ქართველი ჩოგბურთელი ჩამოქვეითდა

AutoSharing Option
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალთა მსოფლიო ასოციაციამ (WTA) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ანა ტატიშვილს 1140 ქულით ადგილი არ შეუცვლია - ისევ 51-ე საფეხურზეა. დანარჩენ ქართველთა მაჩვენებლები კი ასეთია: 290 (286). სოფიო შაფათავა (171 ქულა), 400 (395). მაკა ჩახნაშვილი (93), 405 (399). სოფიო ქვაცაბაია (93), 477 (465). ეკატერინე გორგოძე (68), 542 (541). ოქსანა კალაშნიკოვა (52), 665 (660). ნათია გეგია (33). რეიტინგში კვლავ გამოჩნდა ანი გოგვაძე, რომელსაც 3 ქულით 1158-ე საფეხური უკავია.

ამ კვირის შეჯიბრებებიდან მაკა ჩახნაშვილმა 5 ნოემბერს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში
25-ათასიანი ტურნირის ძირითადი ბადის სტარტზე მე-4 ნომრად განთესილ მარგარიტა გასპარიანთან (რუსეთი) წააგო - 4:6, 2:6.

ინდურ პუნეში (საპრიზო ფონდი 125 000 დოლარი) მოსინჯავენ ძალებს სოფიო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა.

ძირითადი ბადის პირველ წრეში შაფათავა ანდრეა პეტკოვიჩს (გერმანია) შეხვდება. ორიოდე წლის წინათ ალემანი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგით მე-9 იყო, ამჟამად 143-ე ადგილზეა. კალაშნიკოვა ავსტრალიელ მონიკა ადამჩიკს (187-ე) დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული