ოქსანა კალაშნიკოვამ პუნეს ტურნირის წყვილთა თანრიგში ნახევარფინალს უწია

AutoSharing Option
ინდურ პუნეში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 125 000 დოლარი) ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები სოფიო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა ერთეულთა თანრიგს გამოეთიშნენ.

წყვილებში შაფათავამ ინდოელ ნუშკა ბარგავასთან ერთად პირველივე წრის შეხვედრა იაპონელთა დუეტთან (დატე-კრუმი, ნარა) ორ სეტში წააგო - 2:6, 1:6.

სამაგიეროდ, კალაშნიკოვა ყოჩაღობს: რუს ნინა ბრატჩიკოვასთან ერთად იგი ტურნირის მე-2 ნომრადაა განთესილი. სტარტზე მათ იოლად სძლიეს მასპინძლებს - ბოსალესა და ტომბარეს - 6:3, 6:3, შემდეგ უკრაინელები - სავჩუკი და სვიტოლინა დაჯაბნეს - 7:5, 6:2, რითაც 85 სარეიტინგო ქულა დაიმსახურეს.

კალაშნიკოვა და ბრატჩიკოვა ნახევარფინალში ადამჩიკისა და ბერგსონის (ავსტრალია) მძლეველ ჩინელებს - ქსუს და ჟოუს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული