15 ნოემბერს, დიდების დარბაზის აღმასკომში შედგა ფარული კენჭისყრა, რომელზეც გადაწყდა ჰიუიტის გაძევება. მიზეზი გახდა ბრალდება, რომლითაც ბობის წინააღმდეგ მისი ყოფილი მოსწავლეები გამოვიდნენ - მათ სამხრეთაფრიკელი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს.
ჰიუიტი 1960-80 წლებში გამოდიოდა პროფესიულ ტურში. 1976 წელს მან სამწვრთნელო სამუშაო დაიწყო, მაგრამ პარალელურად, მოთამაშის კარიერასაც აგრძელებდა.
ჰიუიტის ანგარიშზეა წყვილთა თანრიგში "დიდი სლემის" ცხრა ტიტული, აგრეთვე ექვსი გამარჯვება მიქსტში. 1974 წელს, სამხრეთ აფრიკის შემადგენლობაში ის დევისის თასის გამარჯვებული გახდა. 1992 წელს,
2011 წელს ცნობილი გახდა, რომ ჰიუიტის ყოფილმა მოსწავლეები მწვრთნელი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ზოგიერთი მონაცემით, 1970-90 წლებში, მწვრთნელმა დაახლოებით 30 გოგონა გააუპატიურა. 72 წლის მწვრთნელისთვის ბრალი ჯერ წაუყენებიათ.
2012 წლის მაისში, საერთაშორისო დიდების დარბაზს ჰიუიტის გარიცხვა მოსთხოვეს, რასაც აღმასკომი შიდა გამოძიების ჩატარების შემდეგ დათანხმდა.
ჰიუიტი პირველი ადამიანია, ვინც დიდების დარბაზიდან გააძევეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"