კაროლინ ვოზნიაცკის პაროდიაში რასისტული ელემენტები დაინახეს [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი სერიოზული კრიტიკის ობიექტი გახდა სერენა უილიამსზე გაკეთებული პაროდიის გამო.

ვოზნიაცკიმ ამერიკელი ჩოგბურთელი გასულ უქმეებზე, სან პაულუში გამართული საჩვენებელი მატჩების დროს გააჯავრა.

რუს მარია შარაპოვასთან შეხვედრის მსვლელობისას, 22 წლის დანიელმა ამერიკელის სიმსუქნეზე გააკეთა იმიტირება, როცა ტანსაცმელში პირსახოცი ჩაიდო.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბრატისლავაში დომინიკა ციბულკოვასთან საჩვენებელ მატჩშიც კაროლინმა იგივე გააკეთა.

მაგრამ ამჯერად პაროდიამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მაგალითად, Yahoo! Sports-ზე მას "ძალიან სასაცილო" უწოდეს, მსგავსებას კი "განსაკუთრებული". ამ დროს სხვა ინტერნეტგვერდებმა ვოზნიაცკის გამოსვლაში რასისტული ელემენტები
შეამჩნიეს.


VideoSportall.Ge
კაროლინ ვოზნიაცკიმ სერენა უილიამსი გააჯავრა

"ეს არ არის უწყინარი ხუმრობა, - ასე წერია ერთ-ერთ სტატიაში. - ეს წმინდა წყლის რასიზმია. შავი ქალბატონების ფორმებზე პაროდია? ძალიან სასაცილოა, სულელო თეთრო გოგო", - დაწერა Huffington Post-ის ერთ-ერთმა ბლოგერმა.

ეს თემა ასევე განიხილეს პოპულარული ამერიკული თოქშოუს - The View-ის ეთერში. ერთ-ერთმა წამყვანმა შერი შეპერდმა აღნიშნა:

"ვიცი, რომ ისინი მეგობრობენ, მაგრამ ეს პაროდია მაინც უსიამოვნო კვალს ტოვებს. ადამიანები ხშირად იცინიან ჩვენი სხეულის ნაწილებზე, მაგრამ მე არ მომწონს ის, რომ სერენა უილიამსის გარეგნობის ამ ნაწილს გაუსვეს ხაზი".

შეპერდის თანაწამყვანმა, ცნობილმა მსახიობმა ვუპი გოლდბერგმა ასეთი რამ განაცხადა:

"სერენას პაროდიას ყველა აკეთებს: კაციც და ქალიც. მე მხოლოდ ის მაინტერესებს: რატომ მაინცდამაინც ის? რა არის მასში ასეთი? კანის ფერის გამო ხომ არა? ან იმის გამო, რომ დიდი წელი აქვს და არც ორ გრამს იწონის? თუ იმის გამო, რომ მას შეუძლია ნებისმიერი მეტოქე კორტზე გააკრას?"


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზანგის ყიდვა სად შეიძლება
gubaZi
04:42 14-12-2012
0
ადამიანის დაცინვა ერთია და მეორეა რასიზმი - რასიზმი როგორც მოძრაობა იმდენად დიდ მარაზმამდე მივიდა, რომ მხატვრულ ნაწარმოებებშიც სადაც ადრე გამოყენებული იყო სიტყვა ,,ნიგერ" შეცვალეს ეს სიტყვა ,,ფერადკანიანად" - მაგალითისათვის აგატა კრისტის ნაწარმოებებიც გამოდგება. მართლა მარაზმია, უკვე თეთრკანიანებიც კი რომლებსაც ქულების ჩაწერა უნდათ ვინმეს წინაშე ისეთ რამეზე ამბობენ ,,ეს რაზისზმია და როგორ შეიძლებაო" რაზეც ნორმალური ფერადკანიანიც კი იტყვის - ,,დაიცა ერთი რას ერჩი რა დააშავაო".
gizo
02:23 14-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული