ქალთა ძირითად ბადეშია ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელიც 31 დეკემბერს პირველ კორტზე მე-4 ნომრად განთესილ გერმანელს - ანგელიკ კერბერს დაუპირისპირდება.
შეჯიბრებაში მონაწილეობენ ელიტის წარმომადგენლებიც: ვიქტორია აზარენკა (ბელორუსი, 1), მარია შარაპოვა (რუსეთი, 2), სერენა უილიამსი (აშშ, 3), სარა ერანი (იტალია, 5), პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი, 6), სამანტა სტოსური (ავსტრალია, 7), კაროლინ ვოზნიაცკი (დანია, 8) და სხვები. შეჯიბრება 6 იანვარს დასრულდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"