სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის ფინალშია

AutoSharing Option
ანტალიაში 14 იანვარს დამთავრდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი), რომლის წყვილთა ფინალში ითამაშებს თბილისელი სოფიო ქვაცაბაია.

ჩვენებურმა, უკრაინელ მარიანა ზაკარლიუკთან ერთად (მე-4 ნომრად არიან განთესილნი), სტარტზე ანგელინა კლიმოვას (გერმანია) და იოანა პოსირკას (რუმინეთი) აჯობა - 6:2, 6:2, მერე მარით ბოონსტრა (ჰოლანდია) და ტაისია ზაკარლიუკი (უკრაინა) ჩამოიშორა გზიდან - 7:6, 7:6, ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) და ისაბელა შინიკოვას (ბულგარეთი) დუეტი დაამარცხა - 4:6, 6:4, 13:11.

გადამწყვეტ პაექრობაში ილინე ბოიეკენსისა და ისალინ ბონავენტურეს (ორივე -
ბელგია) მძლეველ (1:6, 6:3, 12:10) მეორე ნომრებს - ჩიაკი ოკადაუეს (იაპონია) და მელის სეზერს (თურქეთი) დაუპირისპირდებიან.

ერთეულთა თანრიგის ფინალში რეკა-ლუკა იანიმ მარით ბოონსტრა დაამარცხა - 6:1, 1:6, 7:6.

13 იანვარს ანტალიაშივე დაიწყო 10 000-იანი ქალთა საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლის ძირითად ბადეში ისევ ითამაშებს სოფიო ქვაცაბაია, რომელიც, სავარაუდოდ, მეხუთე ნომრად განითესება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული